ავტორი:

ეზოს 9 მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს - „გორგიას“ ფლორისტის რჩევები

ეზოს 9 მცენარე, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს - „გორგიას“ ფლორისტის რჩევები

თუ ოთახის მცენარეები კონცენტრაციაში გვეხმარებიან და ჩვენს მეხსიერებაზე დადებით ზეგავლენას ახდენენ, ეზოს მცენარეები განტვირთვისა და სუფთა ჰაერზე დასვენების საშუალებას გვაძლევენ.

ამისთვის შეგვიძლია, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი მცენარეები შევარჩიოთ, აგარაკზე დავრგოთ და მშვიდად ვიყოთ, რომ ზაფხულში, დასასვენებლად ჩასულებს ამწვანებული ეზო დაგვხვდება.

Ambebi.ge-მ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ფლორისტთან ერთად შეარჩია ეზოს 9 მცენარე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. მათი ძირითადი ნაწილი როგორც მკაცრ კლიმატს, ისე სიცხეს კარგად უძლებს, ამავდროულად, აგარაკზე ჯანსაღ გარემოს შეგვიქმნის და სიგრილეში მშვიდად განტვირთვის საშუალებას მოგვცემს.

ლავანდა

ლავანდა ბევრი ჩვენგანის უსაყვარლესი მცენარეა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ გამძლე და მარადმწვანეა.

„გორგიას“ ფლორისტი განმარტავს, რომ „ლავანდა“ ფხვიერ და ნოყიერ ნიადაგში უნდა ჩავრგოთ და არ შეგვეშინდეს, რომ ყინვაში ან ძლიერ სიცხეში გაგვიფუჭდება, რადგან ორივე მდგომარეობას იდეალურად უძლებს.

„ლავანდა“ყვავილობს ზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე. ზამთარში ფოთლები ვერცხლისფერდება, გაზაფხულზე თავიდან დაიწყებს ახალი ფოთლების წამოღებას.

ერთადერთი, რაც „გვევალება“ გადაყვავილებული ყვავილების მოჭრაა, რომ ახალი კვირტები ამოიტანოს. ფლოისტი გვირჩევს, რომ მცენარეს ზაფხულში წყალი კვირაში ორჯერ დავუსხათ, თუმცა თუ მეტჯერ დასხმის საშუალება გვაქვს, უფრო უკეთესი.

ლავანდის ფასი 5,65 ლარია.

აიუგა

აიუგა მარადმწვანე მცენარეა, რომლის ჭრელი ფოთლებიც ეზოს გაგილამაზებთ. აიუგა ნიადაგმფარავი, მცოცავი მცენარეა, რომელიც იქამდე ვრცელდება, სანამ ადგილი ყოფნის. რაც მთავარია, მარადმწვანეა და თუ აგარაკზე ზამთარში წასვლას გადაწყვეტთ, მისი ჭრელი ყვავილები დასვენების დღეებს გაგილამაზებთ.

„გორგიას“ ფლორისტის თქმით, აიუგა გადაჭრას, ფორმირებას და მსგავსი ტიპის მოვლას არ საჭიროებს. უყვარს ნორმალური ნიადაგი, წყალს კი კვირაში ორჯერ საჭიროებს.

აიუგას ფართო არჩევანი „გორგიაშია“ წარმოდგენილი და მას 5,65 ლარიდან შეიძენთ.

სალვია

სალვია საქართველოში საკმაოდ გავრცელებული მრავალწლიანი მცენარეა. ზამთარში ქრება და გაზაფხულზე ორჯერ უფრო დიდი ბუჩქი ამოდის.

დავით ჩანგიანი გვიხსნის, რომ „სალვიას“ ზრდა დაახლოებით, 35-დან 40 სანტიმეტრამდე აღწევს. სალვიას მრგვალი ფორმა აქვს, ამიტომ შეკრეჭვას არ საჭიროებს. ყვავილობას იწყებს გაზაფხულის ბოლოს-ზაფხულის დასაწყისში და მთელი ცხელი სეზონის განმავლობაში ყვავილობს.

რაც მთავარია, აგარაკის ეზოში დასარგავად საუკეთესო არჩევანია, რადგან „უპრეტენზიო მცენარეა“, უყვარს გაფხვიერებული, ნოყიერი ნიადაგი უყვარს, ნახევარჩრდილიანი ადგილი და წყალიც ზომიერად - კვირაში ორჯერ-სამჯერ.

სალვიას ფართო არჩევანიც „გორგიაში“ დაგხვდება და მისი ფასიც 5,65 ლარია.

კოწახური

„კოწახური“ მრავალწლიანი მცენარეა. ის ეზოში შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის - ზამთარში ფოთლები სცვივა და პატარა, წითელი ნაყოფი ტოტებზე მძივებივით აქვს ასხმული.

მცენარეს მზის გული უყვარს. ფოტოსინთეზის შედეგად კი „კოწახურის“ ფოთლებს ფერი ეცვლება და მწვანე გარდაიქმნება ბორდოსფრად, ოქროსფრად ან ყვითლად.

„გორგიას“ ფლორისტის თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ „კოწახურს“ მზის სხივები არ ხვდება, მაშინ მისი ფოთლები ფერს არ იცვლის და მწვანე რჩება.

„ოქროსფერფოთლიანი „კოწახური“ ზამთარში ფოთოლს უკეთ ინარჩუნებს. ასევე, მწვანეც. ეს მცენარე ყინვასთან მიმართებაში იდეალურია. უნდა ფხვიერი და ნოყიერი ნიადაგი, მორწყვას საჭიროებს კვირაში ორჯერ-სამჯერ“, - აღნიშნავს დავით ჩანგიანი.

„კოწახურის“ ფასები „გორგიაში“ საკმაოდ ხელმისაწვდომია და 14,10 ლარიდან იწყება.

კანადური ნაძვი „კონიკა“

„კონიკა“მარადმწვანე, წიწვოვანი მცენარეა, იზრდება დაახლოებით, 2 მეტრის სიმაღლის. მისი მუქი მწვანე წიწვები ეზოში სიგრილის გარანტია. ნაძვს ულამაზესი ფორმა აქვს და შეკრეჭას არ საჭიროებს. იზრდება კონუსური ფორმით და ხდება სწორედ ისეთი ლამაზი, საახალწლოდ ხელოვნურ ნაძვის ხეებს რომ ვყიდულობთ-ხოლმე.

ჩრდილოეთის მცენარე კარგად ეგუება სიცივეს, იდეალურად ყინვაგამძლეა, დარგვისას ნახევრადჩრდილიანი ადგილი უნდა შევურჩიოთ. წყალს ზომიერად საჭიროებს, დაახლოებით, კვირაში ორჯერ ან სამჯერ. „კონიკას“ ფხვიერი ნიადაგი უყვარს.

ამ ულამაზესი მარადმწვანე მცენარის ფასი „გორგიაში“ არის 11,10 ლარი.

ტუია

„გორგიაში“ ტუიების მრავალფეროვანი არჩევანია. მათი ფასი კი 14,10 ლარიდან იწყება.

შეგიძლიათ, როგორც პატარა, კომპაქტური ბუჩქის ზომის ტუია შეარჩიოთ, ასევე, არის შედარებით მაღალი სახეობაც, რომლებიც 3-4 მეტრის სიმაღლის იზრდება.

ტუიას მორწყვა დაახლოებით, კვირაში ორჯერ-სამჯერ ესაჭიროება.

ღვია

„გორგიას“ ფლორისტის თქმით, ღვია ყინვაგამძლე მცენარეა.

"ჩვენ გვაქვს ნიადაგმფარავი ღვიები, რომლებიც ჰორიზონტალურიად იზრდებიან, ასევე, გვაქვს ღვიები, რომლებიც ვერტიკალურად იზრდებიან და 34 მეტრის სიმაღლეს აღწევენ“, - აღნიშნავს დავით ჩანგიანი.

ღვია მორწყვას დაახლოებით, კვირაში ორჯერ საჭიროებს. მცენარე სიცხეს კარგად უძლებს და დაახლოებით, კვირაში ორჯერ მორწყვა ესაჭიროება. ღვიები ყინვასაც კარგად ეგუებიან. მცენარე ნახევრად ჩრდილში ან მზეში უნდა ჩავრგოთ.

მისი ფასი „გორგიაში“ იწყება 14,10 ლარიდან.

მცოცავი ყვავილები

ჩვენს ქვეყანაში კედელზე მცოცავი ყვავილები ძალიან პოპულარულია. თუ გსურთ, თქვენი აგარაკის კედელიც „ააყვავოთ“, „გორგიას“ ფლორისტის რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.

ჰიპერმარკეტში რამდენიმე სახეობის მცოცავ ყვავილს ნახავთ, „გორგიას“ ფლორისტი კი თქვენი აგარაკის კლიმატისა და ეზოს მიხედვით, საუკეთესოს შეგარჩევინებთ.

„ჩვენთან უსურვაზი, ცხრატყავა, ჟასმინი, სურო, რომლებიც მრავალწლიანი და გამძლე მცენარეებია, ყველა მათგანი არის ფოთოლმცვენი და ულამაზესი ყვავილები აქვთ“, -აღნიშნა ფლორისტმა.

მისივე თქმით, ნუ შეგვეშინდება ეზოში ქვეწარმავლების გავრცელების, რადგან მათ არცერთი მცენარე არ „იზიდავს. ერთადერთი, „უკუჩვენება“, რაც სუროს აქვს, წლების განმავლობაში კედლის ჩამოშლისთვის ხელის შეწყობაა.

მცოცავი ყვავილების ფასი იწყება 17,80 თეთრიდან და „გორგიაში“ მათი საკმაოდ დიდი ნიმუშებია წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ჰიპერმარკეტის ფლორისტი მცენარეების მოვლის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით და შესაბამისი ნიადაგისა და სასუქების შერჩევაშიც დაგეხმარებათ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის