ავტორი:

მიშა, ბუბა და ზელენსკი მაისურზე - რა ფოტოებს ავრცელებს სააკაშვილი ოდესიდან

მიშა, ბუბა და ზელენსკი მაისურზე - რა ფოტოებს ავრცელებს სააკაშვილი ოდესიდან

ოდესაში საზაფხულო თეატრ Морвокзал-ში ვახტანგ კიკაბიძის კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

კონცერტი სახელწოდებით - "სიყვარულით საქართველოდან" 11 აგვისტოს, საღამოს რვა საათზე შედგა და ათასობით ოდესელის ყურადღება მიიპყრო.

თუმცა, ღონისძიების ვარსკვლავად, ბუბა კიკაბიძის გარდა, მიხეილ სააკაშვილიც იქცა, რომელსაც გამოჩენისთანავე შემოეხვივნენ გულშემატკივრები და მასთან ფოტოები გადაიღეს.

კიკაბიძემ კონცერტზე როგორც ძველი თბილისური სიმღერები, ისე თანამედროვე შლაგერები შეასრულა.

მოგვიანებით, მომღერალმა და ექს-პრეზიდენტმა რესტორანში გადაინაცვლეს და იქ აღნიშნეს შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილს თეთრი მაისური ეცვა ბუბა კიკაბიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გამოსახულებით.

ფოტოები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა, ასე დაასათაურა: "მე, ორი ბუბა და პრეზიდენტი ზელენსი ოდესაში".

Морской вокзал ყოველწლიური საზაფხულო ღონისძიებაა, რომელსაც ოდესაში ყოველ წელს ათიათასობით ტურისტი და ადგილობრივი სტუმრობს. ღონისძიების სტუმრებს კონცერტებზე, ფესტივალებსა და სპექტაკლებზე დასწრების საშუალება ეძლევათ.

ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობის გმირი მწერლის ოჯახს ესტუმრა - "ჩემთან ნათელა მოვიდა და მეც თაფლი მომიტანა..."

ასეთი ლამაზი ბათუმი ჯერ არასდროს გინახავთ - იმოგზაურეთ ჯადოსნურ ზღვის ქალაქში

"რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახდა პროფესორი გამუაო..." - დედისგან მიღებული წერილი და გიორგი კეკელიძის "მწარე ვალენტინობა"