ავტორი:

ეს მწერი ხშირად კალიაში ეშლებათ - რატომ არ უნდა მოვკლათ ჩოქელა

ეს მწერი ხშირად კალიაში ეშლებათ - რატომ არ უნდა მოვკლათ ჩოქელა

მწვანე, მოგრძო მწერი ჩოქელა, რომელიც ხშირად კალიაში ეშლებათ ხოლმე, როგორც ირკვევა - მავნე მწერებს ანადგურებს, მათ შორის ფაროსანას. ამის შესახებ "ფლენთ შოპის" ფეისბუქის გვერდზე წერია.

"გსმენია ჩოქელას შესახებ?

ეს ის ბიოაგენტია, აზიური ფაროსანებით რომ იკვებება და მავნე მწერების განადგურებაში ბადალი არ ჰყავს.

თუ მშიერია, 1 ცალ ჩოქელას 5 ფაროსანას შეჭმა თავისუფლად შეუძლია.

ხშირად ის კალიაში ერევათ და კლავენ, არადა, ნამდვილად იმსახურებს მოფრთხილებას.

კალიისგან განსხვავებით ჩოქელას აქვს: 180 გრადუსით მოძრავი სამკუთხა თავი დიდი ზომის, გამობურცული თვალებით.

წინა ერთი წყვილი სატაცი კიდური.

ერთმანეთისგან მკვეთრად გამოყოფილი მკერდი და მუცელი".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს