ავტორი:

"იზრუნე ჯანმრთელ გარემოზე" - კამპანია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

"იზრუნე ჯანმრთელ გარემოზე" - კამპანია ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დაბინძურებული ჰაერი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 90% სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს, ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანის ნაადრევი სიკვდილი კი გამოწვეულია დაბინძურებული ჰაერით. მათი 8.5% კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის.

ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროა ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები, საყოფაცხოვრებო პირობებში საწვავის და ნარჩენების წვა, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები და სამრეწველო საქმიანობები.

დაბინძურებული ჰაერი დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმისათვის, იგი ზრდის ფილტვის კიბოს, ქვედა სასუნთქი გზების, თავის ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ქვეყნებში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ჰაერის მქონე ქვეყნებში ფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 3 მილიარდ ადამიანზე მეტი საჭმლის მოსამზადებლად, გასათბობად და განათებისათვის იყენებს საწვავს, როგორიცაა შეშა და ნავთი, რაც შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს, ამ შემთხვევათა უმეტესობა განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება.

ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი იღუპება შენობის შიდა ჰარის დაბინძურებით!

შენობის შიდა ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახლის პირობებში საჭმლის მომზადებისთვის, გასათბობად ან სინათლისთვის გამოვიყენოთ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ბიოგაზი ან მზის ღუმელები, ხოლო შეშის ან ნავთის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ოთახი კარგად ნიავდებოდეს ან შენობაში იყოს დამონტაჟებული ვენტილაციის სისტემა.

საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის მიერ ხორციელდება პროექტი „იზრუნე ჯანმრთელ გარემოზე“, სადაც მიმდინარეობს საგანმანათლებლო კამპანია facebook-ის საშუალებით, სახელით „დაიცავი გარემო • Protect Environment”.

აღნიშნულ ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება სასარგებლო ინფორმაცია ჰაერის დაბინძურებასთან და ტყვიით ინტოქსიკაციასთან ბრძოლის ხერხებთან დაკავშირებით, ასევე დაგეგმილია პირდაპირი ჩართვების და ონლაინ გამოკითხვების განხორციელება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

პროექტის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საგანმანათლებლო სახის შეხვედრები სკოლებთან და სააღმზრდელო დაწესებულებებთან, მშობლებთან და ჰაერის დაბინძურების ან/და ტყვიის შესაძლო წყაროების შემცველი პროდუქტის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი