ავტორი:

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომელთა პოვნა AMBEBI.GE-ის მკითხველებმა გვთხოვეს - გაიგე მეტი შენი წინაპრის შესახებ

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომელთა პოვნა AMBEBI.GE-ის მკითხველებმა გვთხოვეს - გაიგე მეტი შენი წინაპრის შესახებ

AMBEBI.GE აგრძელებს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების მონაცემების მოძიებას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩვენი მკითხველის კომენტარებს, რომლებიც თავიანთი წინაპრებისა და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას გვთხოვენ.

გთავაზობთ, იმ ადამიანების მონაცემებს, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ და მათმა შთამომავლებმა AMBEBI.GE-ს სტატიების კომენტარებში ითხოვეს წინაპრების მოძებნა:

მიხეილ ზახარის ძე ბერიძე - დაბადებული 1898 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხაში. დაიღუპა 1942 წლის 25 დეკემბერს. მისი საფლავის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ოჯახის მოთხოვნის შემდეგ.

ვასილი ლონგინოზის ძე ინასარიძე - დაბადებული 1924 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში. დაიღუპა 1945 წლის 8 თებერვალს პოლონეთში, კატოვიცაში. დასაფლავებულია სოფელ მეშნას სამხედრო სასაფლაოზე.

ვასილი ალექსანდრეს ძე ინასარიძე - დაბადებული 1920 წელს, ასპინძის რაიონის სოფელში. დაიღუპა პოლონეთში. ოჯახის წევრების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში საფლავის ადგილსამყოფელის დაზუსტება შესაძლებელია.

ვასილი ეფრემის ძე ინასარიძე - დაბადებული 1910 წელს, სოფელ გობერეთში. დაიღუპა როსტოვის ოლქში, ხუტორ პავლოვკაში 1942 წლის 1 აპრილს.

სემიონ ივანეს ძე მაზმიშვილი - დაბადებული 1922 წელს, ასპინძის რაიონის სოფელში. 1942 წელს ტყვედ ჩავარდა ქერჩში, სადაც ბოლო მონაცემებით 1944 წლის 27 იანვრამდე იყო.

მიტუშა (მიროშ) შადიმანის ძე ბერიძე - დაიღუპა 1944 წლის 24 თებერვალს ომში მიღებული ჭრილობების შედეგად.

სიმონ სოლომონის ძე მაზმიშვილი - დაბადებული 1907 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ მთისძირში, მეუღლე სარა სტეფანეს ასული. დაიღუპა 1942 წლის იანვარში.

სემიონ მატვეის ძე მაზმიშვილი - დაბადებული სოფელ კარალეთში, მეუღლე ანა თეოდორეს ასული. დაიღუპა ყირიმში.

აჰმედ მუსტაფას ძე ბაკურაძე - დაბადებული 1910 წელს, ხელვაჩაურის რაიონში, ორთაბამთუმის თემის სოფელი აგარაში. მეუღლე მერი ჰასანის ასული. დაიღუპა 1942 წლის მაისში.

ლადო გიორგის ძე ჟივიძე - დაბადებული 1907 წელს ახალგორის რაიონის სოფელ ცხავატში. ორლოვსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებისას, გერმანელების მიერ დადებულ ნაღმზე აფეთქდა.

მიხეილ სამსონის ძე ბერიძე - დაბადებული 1920 წელს სოფელ მუდუჟაიაში (სავარაუდოდ, შეცდომითაა ჩანიშნული). ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, 1944 წლის 28 ნოემბერს გათავისუფლდა, თუმცა, მალევე აღმოჩნდა Штрафбат-ში - საჯარიმო ბატალიონში, სადაც საბჭოთა ოფიცრები და ჯარისკაცები უმცირესი დანაშაულისთვისაც კი იხდიდნენ სასჯელს. ტყვეობიდან გათავისუფლებული მეომრებისთვის იქ უმძიმესი პირობები იყო.

საჯარიმო ბატალიონებში და ასეულებში, 490 000-ზე მეტ საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეს მოუწია ყოფნა. მათი უმეტესობა დაიღუპა. ცოცხალი ძალის დანაკარგი Штрафбат-ში ხუთ-ექვსჯერ სჭარბობდა ჯარის სხვა ნაწილების დანაკარგს... გერმანელთა ტყვეობას გადარჩენილი მიხეილ ბერიძე საბჭოთა Штрафбат-ს გადაურჩა და 1944 წლის 25 ნოემბერს უნგრეთში, ომში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. დაკრძალულია ქალაქ პიუშპეკადანში, გიმნაზიის ეზოში.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?