ავტორი:

ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5 000 ლარი მოპარა - რას ყვება დაზარალებული

ზუგდიდში რძალმა დედამთილს 5 000 ლარი მოპარა - რას ყვება დაზარალებული

ზუგდიდში თანხის მოპარვის ფაქტზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, 5 000 ლარამდე თანხა დედამთილს რძალმა მოპარა, მაშინ როდესაც სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა - 26 წლის რძალი, მისი დედამთილი და დედამთილის დედა.

ქურდობაში ბრალდებულის შესახებ ინფორმაცია პოლიციას, ახალგაზრდა ქალის დედამთილმა მიაწოდა. როგორც ზუგდიდის მკვიდრი ეთერ შენგელია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ყვება, თანხა, რომელიც სხვისთვის ჰქონდა მისაცემი, ჩანთაში ედო და როდესაც ვეღარ იპოვე, რძალზე მიიტანა ეჭვი, რომელმაც ქურდობის ფაქტი აღიარა:

"ინსტინქტურად ვეტაკე "სუმკას"... დედა, ფულიმეთქი! ეს ზევით "სპალნაში" იყო. დავუძახე: ნინოო, არ მომკლა! ფული მაქვს მისაცემი და ფული ჩანთაში არ არისმეთქი. ვყვიროდი და დამანებე თავი, ჩემთან რა გინდა, მე რატომ მეუბნებიო..." - ყვება ბრალდებული გოგონას ქმრის ბებია.

ოჯახის კიდევ ერთი წევრი ნანა შენგელია ამბობს, რომ თავდაპირველად მათი რძალი უარყოფდა მოპარვის ფაქტს და სახლიდან წასვლას ცდილობდა მანქანით, თუმცა ის მეზობლებმა არ გაუშვეს.

ქურდობაში ბრალდებული ქალი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა