ავტორი:

ვინ არის 33 წლის მაიორი, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

ვინ არის 33 წლის მაიორი, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ყავს. ამ თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, სირაძე 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სხვადასხვა წლებში იყო შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს II განყოფილების უფროსის მოადგილედ.

2015-2016 წლებში ვაჟა სირაძემ საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო ხაშურის რაიონული სამმართველო უფროსის პოზიციაზე. 2016-2018 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა.

2018 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.

2018-2019 წლებში საქმიანობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2015 და 2018 წელს ვაჟა სირაძე შინაგან საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა მედლით - "მამაცობისთვის“.

33 წლის სირაძეს ჰყავს მეუღლე და 1 წლის ქალიშვილი.

მაიორის მეუღლე მარიკა ქავთარაძე, ხობის საკრებულოს წევრის ლევან ქავთარაძის ქალიშვილია. რამდენიმე დღის წინ, ქავთარაძის ხობში მდებარე სახლი გაქურდეს და როგორც საკრებულოს წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ქურდობა ღამით მოხდა, როცა ოჯახის წევრებს ეძინათ. მისივე თქმით, სახლიდან წაღებულია ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები.

ირაკლი ორქუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს