ავტორი:

"გაითვალისწინეთ, 15 აგვისტოს, 16:28 წუთზე სავსემთვარეობაა!" - რა რჩევებს აძლევს ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს

"გაითვალისწინეთ, 15 აგვისტოს, 16:28 წუთზე სავსემთვარეობაა!" - რა რჩევებს აძლევს ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 15 აგვისტოს მოსალოდნელ სავსემთვარეობაზე წერს და ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს აფრთხილებს:

"გაითვალისწინეთ, ხვალ, 15 აგვისტოს, 16:28 წუთზე სავსემთვარეობაა!

სავსემთვარეობა ხდება ლომი მერწყულის ღერძზე. ამ უახლოეს დღეებში არ ღირს რამე მნიშვნელოვანი საქმის დაწყება, გადაწყვეტილების მიღება.

ეს დღეები ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, მით უფრო იმ ადამიანებმა, ვისაც გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები აქვს. იმატებს ასევე ნერვული სისტემის და თავის ზონის პრობლემებიც.

არ არის სასურველი სპირტიანი სასმელების მიღება

სავსემთვარეობაზე კარგი და ეფექტურია მავნე ჩვევებისგან, ყოველგვარი ზედმეტობებისგან გათავისუფლება. ასევე, კარგია დიეტის დაწყება (უკვე კლებად მთვარეზე).

ამ უახლოეს დღეებში არ ღირს რაიმე მნიშვნელოვანი საქმის დაწყება, გადაწყვეტილების მიღება

მერკური ურანის კვადრატის გამო კვლავ გართულებულია კომუნიკაცია, კონცენტრაცია, ურთიერთგაგება... მოუფრთხილდით ტექნიკას.

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ მგზავრობისას! ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს... იყავით კონცენტრირებული.

არის კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის ალბათობაც... ნუ გამოიჩენთ აგრესიას, თავი შეიკავეთ იმპულსური ქმედებებისგან.

უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ბავშვებს!

ასევე, სიფრთხილეა საჭირო ზღვის სანაპიროზე... დაიცავით თავი მზის დარტყმისგან (ეს რეკომენდაცია თითქმის თვის ბოლომდეა გასათვალისწინებელი)

ბედნიერ და ხალისიან დღეებს გისურვებთ!" - წერს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე "ფეისბუქზე".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს