ავტორი:

Victoria’s Secret-ს პირველი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს

Victoria’s Secret-ს პირველი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს

ქალების თეთრეულის სუპერპოპულარულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა მისი "ანგელოზების" რიგებს პირველად ბრენდის ისტორიაში, ტრანსგენდერი მოდელი შემატა.

ბრაზილიელი მოდელი ვალენტინა სამპაიო Victoria’s Secret-მა ბრენდის ვარდისფერი ხაზის კამპანიისთვის აიყვანა, რომლის პრეზენტაციაც აგვისტოს შუა რიცხვებში შედგება.

სოციალურ მედიაში ვალენტინას მხარდაჭერა გამოუცხადა მისმა კოლეგამ Victoria’s Secret-დან. ლაის რიბეირომ "ტვიტერის" პირად გვერდზე ასე მიულოცა სამპაიოს: "პირველი ტრანსგენდერი VS-ის გადაღებებზე! ეს ფაქტი ძალიან მაბედნიერებს!".

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წელს Victoria’s Secret-ის შვილობილი ბრენდის L-Brand-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ედ რაზეკი, რომელიც VS-ში საკმაოდ წონიანი ფიგურაა, სერიოზულ სკანდალში გაეხვა, როცა თქვა, რომ ბრენდს არ აქვს ინტერესი "პლიუს ზომის" და ტრანსგენდერი მოდელები წარადგინოს ყოველწლიურ შოუზე. ამის გამო რაზეკმა ბოდიშიც მოიხადა.

რაც შეეხება თავად ვალენტინა სამპაიოს, ის 22 წლისაა და სამოდელო სფეროში აქტიურად ჩაერთო 2016 წლიდან.

ვალენტინა ბრაზილიაში, მეთევზეთა სოფელში დაიბადა. 8 წლის ასაკში ფსიქოლოგმა მისი, როგორც ტრანსგენდერის იდენტიფიცირება მოახდინა, თუმცა 12 წლის ასაკამდე ის კვლავ ინარჩუნებდა ძველ, ბიჭის სახელს და მხოლოდ 12 წლიდან დაირქვა ვალენტინა.

მოდელი ამბობს, რომ თავს ყოველთვის გოგონად მიიჩნევდა, მისი მშობლები კი გვერდში ედგნენ და არც საზოგადოებაში გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

16 წლამდე სამპაიო არქიტექტურას სწავლობდა, შემდეგ კი სწავლას თავი დაანება და სამოდელო სკოლაში მივიდა. 2016 წელს ის პირველად გამოვიდა სან პაოლოს მოდის კვირეულზე. ცოტა ხანში გოგონა ცნობილი ფრანგული ბრენდის - L'Oréal-ის ელჩი გახდა. 2017 წლის თებერვალში ვალენტინა გახდა პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც ფრანგული Vogue-ის გარეკანზე დაიბეჭდა.

ვალენტინა სამპაიომ უკვე იმუშავა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა: Dior, Marc Jacobs, Moschino და სხვა.

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე