ავტორი:

რამდენი მილიონი აქვთ სახელმწიფოს ვალი ცნობილ ტელევიზიებს

რამდენი მილიონი აქვთ სახელმწიფოს ვალი ცნობილ ტელევიზიებს

"დადგა დრო, ტელევიზიების დავალიანების საკითხი გადაწყდეს და დასრულდეს დაგროვებული გადასახადის მანკიერი პრაქტიკა" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სამი ტელევიზიის ვალის შესახებ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აუცილებელია ტელევიზიებმა აღარ დააგროვონ დავალიანებები, წლების განმავლობაში დაგროვებული გადასახადის გადახდა კი ეტაპობრივად მოახდინონ.

“რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება. ეს არის „იმედი“; „რუსთავი 2“ და „მაესტრო“. „რუსთავს“ აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, „იმედს“ - 19 მილიონის ფარგლებში და „მაესტროს“ - 8 მილიონზე ცოტა მეტი.

ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ, არსებობდა.

ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა ჩამოწერა. დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. არსებობენ სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარები, მაგრამ იხდიან პატიოსნად. ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ და არ არის სამართლიანი. ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორია 3 ახალშობილის მდგომარეობა, რომელთაგან ერთს ე.წ. ინდური შტამი, ხოლო მეორეს "ბრიტანული" დაუდასტურდა - ექიმის კომენტარი

კორონავირუსით ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

"იმედის" გენერალურ დირექტორად მაკა ლომიძე დაინიშნა