ავტორი:

წყაროს წყალი "ბახმაროს" ორგანიზებით, კურორტი ბახმარო ტრადიციულ დოღს უმასპინძლებს

წყაროს წყალი "ბახმაროს" ორგანიზებით, კურორტი ბახმარო ტრადიციულ დოღს უმასპინძლებს

წყაროს წყალი “ბახმაროსა" და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს “წყალი მარგებლის“ ორგანიზებით 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2019" - ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ.

კურორტი ზაფხულში ცოცხლობს, აქ ფერისცვალებას, 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღით იხურება სეზონი, რომელსაც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად, ტრადიციულ დოღსა და მარულაში, სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებს მონაწილეობას.

ტრადიციული დოღი ნელ-ნელა ყველასთვის საინტერესო ღონისძიებად ყალიბდება, წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი, რომლებიც გამარჯვებულებს სოლიდურ ფულად პრიზებს გადასცემენ. კურორტის განვითარებისთვის ბიზნესის მსგავსი ტიპის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანია.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. წინა წლის მსგავსად, კომპანია სს "წყალი მარგებელი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად ღონისძიებას ორგანიზებულ ფორმას მისცემს და შესაბამისად ხელს შეუწყობს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას.

წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.

ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე, კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი, რომლებიც გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემენ.

ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდი ყოველწლიურად იზრდება, წელს, 4 გარბენის ფარგლებში, წყაროს წყალმა ბახმარომ, ფულადი საპრიზო ფონდი 15 000 ლარი დააწესა.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებსა და არაჩვეულებრივ ბუნებას გაეცნობიან.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის