ავტორი:

ვინ არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, შვილები გყავდეთ - ანტი-ნატალიზმი მსოფლიოში ფეხს იკიდებს

ვინ არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, შვილები გყავდეთ - ანტი-ნატალიზმი მსოფლიოში ფეხს იკიდებს

"უკეთესი არ იქნება, დედამიწას ერთი დიდი ხვრელი გავუკეთოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერი?" - 29 წლის ტომასი ინგლისში ცხოვრობს, მისი იდეა დედამიწის აფეთქების შესახებ, მხოლოდ აზრობრივი ექსპერიმენტია და არა რეალური მიზანი, თუმცა ის ერთ რამეში მაინც დარწმუნებულია - ადამიანებს ბავშვები არ უნდა ჰყავდეთ და ადამიანი, როგორც "სახეობა", დროთა განმავლობაში უნდა გადაშენდეს.

ანტი-ნატალიზმი - ეს არის ფილოსოფია, რომლითაც მსოფლიოში უკვე ათასობით ადამიანი აზროვნებს ტომასის მსგავსად. მათი შეხედულების თანახმად, ბავშვის დაბადებას ბევრი ნეგატიური მხარე აქვს. ანტი-ნატალიზმი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩაისახა, თუმცა თანამედროვე ხანაში, სოციალური ქსელების პოპულარობამ მის გავრცელებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

თანამედროვე ანტი-ნატალისტების იდეოლოგად შეიძლება დავასახელოთ 53 წლის სამხრეთ აფრიკელი ფილოსოფოსი - დევიდ ბენატარი, რომელმაც თავისი შეხედულებები წიგნში - "უმჯობესია არ ვარსებობდეთ: დაბადებით გამოწვეული ზარალი" გადმოსცა.

მხოლოდ Facebook-სა და Reddit-ზე რამდენიმე თემატური ჯგუფია, რომლებსაც ათობით ათასი გამომწერი და მიმდევარი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი r/antinatalism-ია, რომელსაც 35 ათასზე მეტი "ფოლოვერი" ჰყავს. ანტი-ნატალიზმის მიმდევრები მთელს მსოფლიოში არიან გაბნეულნი და მათ "რწმენას" ისეთი მყარი საფუძვლები აქვს, როგორიც გენეტიკური მემკვიდრეობაა - მათ არ სურთ რომ ბავშვები იტანჯებოდნენ, ასევე ჭარბი მოსახლეობის პრობლემები და გარემოს დაცვა აწუხებთ.

ანტი-ნატალისტები ერთიანები არიან საკუთარ სურვილში, შეაჩერონ შობადობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მარგინალური მოძრაობაა, ზოგიერთი მათი მოსაზრება, თუნდაც ის, რომელიც ეხება გარემოს საკითხებს, სულ უფრო ხშირად ხდება საზოგადოების ფართო წრეების მსჯელობის საგანი. აი მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ანტი-ნატალისტი სულაც არ არის, პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ ის და მეგან მარკლი მაქსიმუმ ორი შვილის ყოლას გეგმავენ, რაც მათი განმარტებით, ეკოლოგიური საკითხებით არის განპირობებული.

თავად ტომასს, რომელიც ახლა დედამიწის აფეთქების თეორიულ შესაძლებლობაზე ფიქრობს, სულ რამდენიმე წლის წინ ანტი-ნატალიზმზე არაფერი გაეგო, ეს სიტყვა კი Youtube-ზე დაწერილი კომენტარებიდან შეისწავლა. ახლა ის ანტი-ნატალისტური ჯგუფების აქტიური წევრია და სიამოვნებით იღებს მონაწილეობას ფილოსოფიურ მსჯელობებსა და დებატებში, როგორც იდეის მომხრეებთან, ასევე მოწინააღმდეგეებთან. ის ანტი-ნატალისტი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ პრაქტიკულადაც გახდა და ვაზექტომიის (თელსგამომტანი სადინრის მთლიანი ამოკვეთა, უფრო ხშირად იყენებენ, როგორც ადამიანის სტერილიზაციის საშუალებას) გაკეთება გადაწყვიტა, თუმცა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში, პროცედურის ჩატარებაზე უარი უთხრეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ანტი-ნატალისტების "რწმენის" მიხედვით, გაჩენა ან განადგურება იმ ადამიანის თანხმობას საჭიროებს, რომელიც უნდა დაიბადოს ან მოკვდეს. შესაბამისად, ისინი შობადობას ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზით, რომ მათთვის არავის უკითხავს სურდათ თუ არა აქ - დედამიწაზე მოვლენილიყვნენ. ანტი-ნატალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი დამოუკიდებლად უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ შვილები აღარ იყოლიონ. ამ მოსაზრებას ისინი იმით განამტკიცებენ, რომ ადამიანმა არასდროს არ იცის, რა გენეტიკური დაავადების მატარებელი იქნება ახალშობილი და როგორ მოუწევს ტანჯვა იმისთვის, რომ იცხოვროს.

აქვე აღსანიშნავია, რომ არ გსურდეს ბავშვის ყოლა, არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები არ მოგწონს ან არ გიყვარს.

„ასე ვიტყოდი, მე პირადად მიყვარს ბავშვები და სწორედ იმის გამო, რომ ასე ძალიან მიყვარს, არ მსურს ისინი იტანჯებოდნენ. შესაძლოა ბავშვის ყოლამ სიამოვნებაც მომანიჭოს, მაგრამ შესაძლო საფრთხე იმდენად დიდია, რომ არ ვარ დარწმუნებული, ეს ამად ღირს" - განმარტა ერთმა ანტი-ნატალისტმა ნენსიმ.

ანტი-ნატალისტების ნაწილი ასევე უჭერენ მხარს მოსაზრებას, რომ ბავშვები არ უნდა იბადებოდნენ კონფლიქტის ზონებში, იქ სადაც დიდი შანსია, ამ ბავშვების ადრეული სიკვდილისა და დაზიანებების, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბავშვებს არც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები უნდა აჩენდნენ...

"მსოფლიოში ვაქცინების განაწილების მხრივ "სკანდალური უთანასწორობაა", დოზების 75% მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის" - ჯანმო-ს გენდირექტორი

"შოკისმომგვრელია ის, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას "შოკისმომგვრელს“ უწოდებს" - მარია ზახაროვა

"ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი, თვითმფრინავის გატაცების შემთხვევა" - Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი