ავტორი:

ირაკლი ალასანიას ვაჟი ცოლს დაშორდა

ირაკლი ალასანიას ვაჟი ცოლს დაშორდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი წყვილია, შესაბამისად, მუდმივად არიან საზოგადოების ინტერესის საგანი, როგორც თავად, ისე მათი შვილები.

ირაკლისა და ნათიას ორი შვილი - ნიკუშა და კატო ალასანიები ჰყავთ. ნიკუშა ალასანიამ სამი წლის წინ, საკუთარი ცხოვრება უმშვენიერეს გოგონას, ნუცა ადამიას დაუკავშირა - წყვილი დაქორწინდა.

ნუცამ და ნიკუშამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს და მათი ქორწინების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ქორწილიდან ხუთი თვის შემდეგ გავრცელდა.

2016 წლის ოქტომბერში ახალგაზრდა წყვილს უსაყვარლესი ქალიშვილი თინათინი შეეძინა. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარას ბებია, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

როგორც "რეიტინგისთვის" გახდა ცნობილი, ნუცა და ნიკუშა რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს დაშორდნენ. ალასანიების ყოფილმა რძალმა მეუღლის ოჯახთან იდეალური ურთიერთობა შეუნარჩუნა და როგორც ცნობილია, მას უკვე ახალი რჩეული ჰყავს იხილეთ ფოტოები

ვინ არის 23 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც სერიალში პრინცესა დიანას როლს ასრულებს - გოგონა ლედი დის ასლია

"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული თამთა ხუხუნაიშვილი გახდა

პამელა ანდერსონი 74 წლის პროდიუსერს 12-დღიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა