ავტორი:

გურიაში დედამ ჩვილი თხილის ბაღში მიატოვა - პოლიციელებმა ახალშობილი გადაარჩინეს

გურიაში დედამ ჩვილი თხილის ბაღში მიატოვა - პოლიციელებმა ახალშობილი გადაარჩინეს

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.

ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები ადგილზე მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

ტყიბულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

Stopcov.ge-ს უახლესი მონაცემები - საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა