ავტორი:

"ეს მეტად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის..." - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ კოალიციურ მთავრობასა და ისრაელთან მსგავსებაზე

"ეს მეტად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის..." - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ კოალიციურ მთავრობასა და ისრაელთან მსგავსებაზე

ლელა კაკულიას "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა წინასწარმეტყველებები, რომელთა შესახებაც ის დაახლოებით ათი წლის წინ წერდა. ამჯერად, წინასწარმეტყველი ყურადღებას ამახვილებს კოალიციურ მთავრობაზე საქართველოს სათავეში:

"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა: „ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ქვეყანას ისტორიაში პირველად ჰყავდეს კოალიციური მთავრობა ახალი საარჩევნო წესების შემოღების გზით“.

ახლა ამ საკითხზე ბევრს მსჯელობენ საქართველოში, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ვადებთან ერთად, მის პლუსებსა და მინუსებსაც განიხილავენ. გთავაზობთ, ქალბატონ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას კოალიციური მთავრობის შესახებ:

2007 წელი, 11 ნოემბერი, დილის 6 საათი.

ისევ ვხედავ ასჯერ დანახულს: ქვეყნის მოწყობა ისეთია, როგორიც ისრაელში. არ იქნება ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ვხედავ კოალიციურ მთავრობას. ეს მეტად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის.

2007 წელი, 17 დეკემბერი.

სწრაფი ცვლა წავა, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე: დროებითი მთავრობა, მერე საპარლამენტო არჩევნები, მერე პრემიერი და მთლიანობაში კოალიციური მთავრობა. ეს არის ისრაელის მოდელი, რომელიც ვიწინასწარმეტყველე ცხრა წლის წინ. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით!

2008 წელი, 17 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, იქმნება დროებითი მთავრობა, უქმდება საპრეზიდენტო მმართველობა, ყალიბდება კოალიციური მთავრობა (1992-1993 წწ. წინასწარმეტყველება). ბოლოს და ბოლოს, საქართველო მშვიდდება..." - ნათქვამია კაკულიას წლების წინანდელ წინასწარმეტყველებებში, რომელიც მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"სუხიშვილები" ევროპულ ტურნეს და თბილისში კონცერტებს აუქმებს - "გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები"

"ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ, კორონას დაინახავთ? თქვენი დედები მომიკითხია..." - კარანტინში გადაყვანილი ექიმი კოლეგებს და ჯანდაცვის სისტემას ლანძღავს

"უნდა გენახათ ექიმების ემოციები, როცა უარყოფითი პასუხი ამოიკითხეს..." - რას ყვება "იმედის" წამყვანი, რომელიც თვითიზოლაციაშია