ავტორი:

საოკუპაციო ხაზთან 7 მამაკაცი გაუჩინარდა - სავარაუდოდ, ისინი დაკავებულები არიან

საოკუპაციო ხაზთან 7 მამაკაცი გაუჩინარდა - სავარაუდოდ, ისინი დაკავებულები არიან

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას, 7 ადგილობრივი მამაკაცი გაუჩინარდა. გაუჩინარებულებს შორის ყველაზე უმცროსი 18 წლისაა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უკვე ფლობენ და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებულია 7 ადგილობრივი. ყველა უწყებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გვექნება, დეტალებზე საუბარი რთულია”, - განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

„დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაგვაჩნია, თუმცა ვიცით, რომ ჩვენი სოფლის მცხოვრებლები, აღნიშნული პირები, ვისი ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებოდნენ ახალუბნის მიმდებარედ, წმინდა გიორგის სალოცავის სიახლოვეს. აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. თუმცა ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია და ეს გახლავთ მხოლოდ დაუზუსტებელი ინფორმაცია”, - განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა.

ამასთან, სოფელშიც აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ახალუბნელები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულები არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი