ავტორი:

"ორი ახალგაზრდა ცოცხლად ჩაიწვა..." - რას წერს ქართლოს ნატროშვილი სენაკთან მომხდარ საზარელ ავარიაზე

"ორი ახალგაზრდა ცოცხლად ჩაიწვა..." - რას წერს ქართლოს ნატროშვილი სენაკთან მომხდარ საზარელ ავარიაზე

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სავარაუდოდ, ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რომლებსაც ცეცხლი გაუჩნდათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ ნოსირის რწმუნებულმა გოგა ქორიძემ განუცხადა, ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო მომუშავე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

საზარელ ავარიას პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი შეესწრო, რომელიც მომხდარის შესახებ "ფეისბუქზე" წერს და ადგილზე გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს"

"ეს საშინელი ავარია მოხდა დღეს ნოსირის მთავარ მაგისტრალზე. ორი ახალგაზრდა ცოცხლად ჩაიწვა. გზის საფარის დაუსრულებელმა სამუშაოებმა და გულგრილობით მიდგომამ გამოიწვია ეს ფატალური შემთხვევა. იმდენად ფეხებზე ეკიდათ ეს გზის სარემონტო პროცედურა, რომ არცერთი საგზაო ნიშანი არ იყო დაყენებული "შეანალე სვლა" ან სხვა მსგავსი სიჩქრის შემაკავებელი ნიშანით. მთავარ მაგისტრალზე 100 მეტრა ასვალტის ფენას ნახევრად რომ იღებ და საგზაო ნიშანს არ დებ შედეგიც სახეზეაე ხლა იცოცხლე ყოველ 5 მეტრში დააყენებენ" - წერს ნატროშვილი.

"ეს არ არის იმ ტიპის სიკეთე, რომელიც ფარულად კეთდება" - მამა თეოდორე, მრევლთან ერთად, ქველმოქმედებას განაგრძობს

რე|ბანკი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას განაგრძობს

ვინ აიცრებიან პირველ რიგში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით - რა განაცხადა ამირან გამყრელიძემ?