ავტორი:

სპეციალური საზაფხულო აქცია Nissan Sunny-ზე

სპეციალური საზაფხულო აქცია Nissan Sunny-ზე

ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია „ჯეო ავტო“ ზაფხულის ცხელ დღეებში მომხმარებლებს სთავაზობს გამაგრილებელ აქციას ავტომობილ Nissan Sunny-ზე (ნისან სანი).

საზაფხულო აქციის ფარგლებში Nissan Sunny შეძენა უკვე 31 500 ლარიდანაა შესაძლებელი. შენაძენს საჩუქარდ მოყვება 1 ტონა საწვავი და ერთწლიანი უფასო მომსახურება (ან 20 000კმ) ნისანის ავტორიზებული სერვის ცენტრისგან. ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია 4 წელი ან 100 000კმ, რომელიც პირველი შესრულდება. ასევე მოქმედებს საბანკო განვადება და ლიზინგი.

Nissan Sunny ნისანის გლობალური სედანია, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის და ამასთანავე, გამოირჩევა რამდენიმე უნიკალური თვისებით. ავტომობილის გამორჩეულ თვისებათა შორისაა არნახული გამძლეობა, საწვავის ეკონომიურობის საუკეთესო მაჩვენებელი და წამოუდგენლად დიდი მოცულობა, როგორც წინა და უკანა სალონში, ასევე საბარგულში.

ეს არის თანამედროვე დიზაინის მქონე ავტომობილი, რომელიც გამოირჩევა სედანისთვის უჩვეულოდ მაღალი კლირენსით და წარმოდგენელია რამდენიმე კომპლექტაციაში, მექნიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

Nissan Sunny გამორჩეულია იმითაც, რომ ის არა მხოლოდ პრაქტიკული საოჯახო ავტომობილია, არამედ საუკეთესოა კორპორატიული მიზნებისთვისაც.

კომპანია „ჯეო ავტო“ - ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში 2007 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ნისანისა და ინფინიტის ავტომობილების რეალიზაცია, გაყიდვის შემდგომი საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი, ასევე სათადარიგო ნაწილების როგორც საცალო გაყიდვა ასევე შეკვეთა. კომპანიის ავტოსალონში გამოფენილია ნისანისა და ინფინიტის მოდელების მთელი სპექტრი.

ნისანის სერვის ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.

კომპანიაში შეძენილ ნებისმიერ ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია 4 წელი ან 100 000 კმ, რომელიც პირველი შესრულდება. დაარსებიდან დღემდე „ჯეო ავტო“-მ მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა. კომპანია მუდმივად ვითარდება და მომავალშიც ბევრ ინოვაციურ სიახლეს პირდება ავტომოყვარულებს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის