ავტორი:

დღის ფოტო: სამების ეზო ფერისცვალების დღესასწაულზე

დღის ფოტო: სამების ეზო ფერისცვალების დღესასწაულზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

დილიდან სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა წირვა.

დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში ხალხმრავლობა შეინიშნება, მრევლს ტაძრებში ყურძენი და ხილი მიაქვს, რომელსაც სასულიერო პირები აკურთხებენ. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.

წირვის შემდეგ, ტაძრის ეზოში ფოტოგრაფმა ნაგვის გროვა შენიშნა. მოუწესრიგებელი ტერიტორია ემბაზთან ახლოს, ბუჩქებშია და ერთი შეხედვით თვალისთვის შეუმჩნეველია.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს