ავტორი:

რა მდგომარეობაშია ახალშობილი, რომელიც დედამ თხილის ბაღში დატოვა

რა მდგომარეობაშია ახალშობილი, რომელიც დედამ თხილის ბაღში დატოვა

ოზურგეთში თხილის ბაღში ნაპოვნი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ამის შესახებ AMBEBI.GE-ის აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 4 დღის ჩვილი ამ დრომდე ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა. მინისტრის თქმით, ახალშობილის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ექიმები მაქსიმალურს აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში, 16 აგვისტოს გამთენიისას სამართალდამცველებმა თხილის ბაღში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. გოგონა რამდენიმე საათის დაბადებული იყო. როგორც პატრული ყვება, რომელმაც მეწყვილესთან ერთად იპოვა ახალშობილი, ჩვილი სიცივის გამო მთლიანად გაყინული იყო, სხეულზე კი ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული.

მთავარ ფოტოზე ჩვილი გოგონა და პოლიციელი, რომელმაც ის გადაარჩინა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ