ავტორი:

ზღვაში შესვლა აკრძალულია - მაშველებმა დღეს 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

ზღვაში შესვლა აკრძალულია - მაშველებმა დღეს 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დღეს დილიდან მაშველებმა 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია.

ამ დროისთვის ზღვაში შესვლა აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი.

"ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები:

  • არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ;
  • არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე;
  • არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი