ავტორი:

პუტინმა ბრიჯიტ მაკრონს ყვავილები მიართვა - რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ვარდები უყვარს

პუტინმა ბრიჯიტ მაკრონს ყვავილები მიართვა - რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ვარდები უყვარს

საჩუქრად ყვავილების შერჩევისას რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, უპირატესობას ვარდებს ანიჭებს. ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს ბრეგანსონში, საზაფხულო რეზიდენციაში ესტუმრა და ბრიჯიტ მაკრონს ვარდების თაიგული მიართვა.

66 წლის ბრიჯიტმა, რომელსაც შეხვედრაზე ლურჯი კაბა და "ლუი ვიტონის" მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ღიმილით მიიღო საჩუქარი. ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პირველმა ლედიმ ნავით სეირნობისას ტრავმა მიიღო და ექიმებმა ხელი სახვევებით დაუფიქსირეს, თუმცა პუტინთან შეხვედრისთვის ბრიჯიტი სახვევის გარეშე გამოჩნდა. პირველმა ლედიმ ქმარი და სტუმარი მალევე დატოვა.

ვლადიმერ პუტინმა გასულ წელს, პეტერბურგში ბრიჯიტ მაკრონს ვარდების თითქმის ასეთივე თაიგული მიართვა.

ბრეგანსონში შეხვედრისას მაკრონმა კრემლის ლიდერს უთხრა, რომ მოსკოვმა ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

„ჩვენ მოვუწოდებდით პროტესტის, სიტყვის და აზრის თავისუფლების დაცვისკენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ, რაც სრულად უნდა იქნეს დაცული რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში. ვინაიდან, მე მჯერა ევროპული რუსეთის“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა და რუსეთი უკრაინის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწევენ.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იგი ნორმანდიის ფორმატის შეხვედრების ალტერნატივას ვერ ხედავს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე