ავტორი:

რა შეცვალა ცნობილმა ბლოგერმა წყვილმა ბავშვის დაბადებამდე და რა დაეხმარათ „შიკ ბებეს“ მსოფლიო ბრენდების შერჩევაში?

რა შეცვალა ცნობილმა ბლოგერმა წყვილმა ბავშვის დაბადებამდე და რა დაეხმარათ „შიკ ბებეს“ მსოფლიო ბრენდების შერჩევაში?

ბევრი იცნობს იკა-ნათიას წყვილს, რომლებმაც ინტერნეტმომხმარებლებს სახალისო და პოზიტიური ვიდეოებით დაამახსოვრეს და შეაყვარეს თავი. ირაკლი სტურუა და ნათია წიქარიძე პირველი შვილის მოლოდინში არიან და დღეებს ითვლიან მასთან შესახვედრად.

ზამთარში ვლოგერებმა სატელევიზიო გადაცემაში თანხა მოიგეს და გახარებულებმა თავიდანვე საბავშვო პროდუქტების შერჩევა დაიწყეს. ბევრი ფიქრი როგორც თავად ამბობენ არ დასჭირვებიათ და იტალიურ ბრენდ cam-ს ეწვივენ, სადაც მათი სახასიათო საბავშვო ეტლი (კომიქსებით) შეარჩიეს. იტალიური ბრენდი 100% ორიენტირებულია პატარას უსაფრთხოებასა და კომფორტზე. ასევე გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და ტრენდულობით.

სქესის გაგების ცერემონია იკამ და ნათიამ ულამაზეს წვეულებად აქციეს, სადაც შეიტყვეს რომ გოგონას ელოდებიან. "შიკ ბებე ჯგუფმა" სიურპრიზად იტალიური ბრენდის CAM-ის უმაღლესი ხარისხის საწოლი მიიტანეს, ასევე ემოციური საჩუქარი - BABY ART ბრენდის- ახალშობილის ხელის და ფეხის ანაბეჭდის შესაქმნელად. წყვილმა ემოციები ვერ დამალა, ნამდვილად მოულოდნელი და სასიხარულო იყო მათთვის "შიკ ბებეს" ასეთი სტუმრობა.

საყვარელი წყვილი გოგონას სექტემბერში ელოდებიან. ახალი წევრისთვის სპეციალურად ახალი სახლიც შეარჩიეს და იქ გადავიდნენ. საბოლოო მზადებისთვის ჩვილის კომფორტული და ლამაზი ტანისამოსი დარჩათ. ამ შემთხვევაშიც საყვარელ საბავშვო ქსელს „შიკ ბებე“ ეწვივნენ და tuc tuc-ში იშოპინგეს. სადაც ბევრი ლამაზი, ნატურალური ქსოვილით შექმნილი მოდური სამოსი შეიძინეს, რაც მთავარია გრანდიოზული ფასდაკლებით. მოგეხსენებათ tuc tuc-ში ახლა კოლექციის ლიკვიდაციაა.

იკა და ნათია ვლოგების ჩაწერას კვლავ აგრძელებენ. როგორც გაგვმხილეს გოგონას, რომლის სახელი ჯერ ვერ გადაწყვიტეს, მათ ვიდეობში დაბადებიდანვე მიაღებინებენ მონაწილეობას. გამომდინარე აქედან ფიქრობენ რომ, ახალი სტილის, კიდევ უფრო სახალისო და საყვარელი ვიდეოები დაემატაება მათ არხს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის