ავტორი:

"მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას..." - ნინო შუბლაძის პირველი კომენტარი "რუსთავი 2"-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით

"მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას..." - ნინო შუბლაძის პირველი კომენტარი "რუსთავი 2"-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით

ნინო შუბლაძე ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ში დაბრუნება შესთავაზეს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჟურნალისტი ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ "ფეისბუქზე" წერს :

"სალამი ყველას, სახედაკარგულებსაც!

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ “რუსთავი2”-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ. მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას… ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ...

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს....

ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს ...."

გუშინ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, სხვა კანდიდატურებთან ერთად, ნინო შუბლაძეც განიხილება.

თუმცა, პაატა სალიას განმარტებით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ