ავტორი:

"ოცნებებს რომ აგიხდენს, ისეთი ადამიანი მყავს მე..." - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის "პარიზული არდადეგები"

"ოცნებებს რომ აგიხდენს, ისეთი ადამიანი მყავს მე..." - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის "პარიზული არდადეგები"

მსახიობები - ილო ბეროშვილი და ანი ბებია წელიწადზე მეტია ერთად არიან და გრძნობებს არც საჯაროდ მალავენ. მსახიობი საყვარელი მამაკაცისთვის სიყვარულის ახსნას და თბილ სიტყვებს სოციალურ ქსელში არ ერიდება.

ახლახან ანი ბებიამ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მისი და ილოს ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა - წყვილი ზაფხულში პარიზულ არდადეგებს იწყობს.

"ოცნებებს რომ აგიხდენს, ისეთი ადამიანი მყავს მე... საუკეთესო ადამიანი! სიტყვებით რომ ვერ გადმოცემ, ისეთი კარგი ადამიანია. ეს ბიჭი ადამიანია" - წერს ანი ბებია ერთობლივ ფოტოზე.

კომენტარებში მსახიობების წყვილთან დაკავშირებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და წერენ, რომ ანი და ილო ერთმანეთს ძალიან უხდებიან.

ილო ბეროშვილი და ანი ბებია წარსულში იყვნენ დაქორწინებულები, თუმცა მათი წინა ქორწინებები დასრულდა. ბეროშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს ტელეწამყვან ნელი აგირბასთან. ბავშვებთან კარგი ურთიერთობა აქვს ანი ბებიასაც და მათ ფოტოებსაც ხშირად ათავსებს "ინსტაგრამზე".

"მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის... მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი... ძალიან კარგი, მშვიდი და დაღვინებული ეტაპია ჩვენს ურთიერთობაში. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს", - ამბობს ანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს