ავტორი:

"ჩრდილოეთ კორეა გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით!" - რას წერს ინგა გრიგოლია "ტვ პირველის" საქმეზე

"ჩრდილოეთ კორეა გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით!" - რას წერს ინგა გრიგოლია "ტვ პირველის" საქმეზე

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება და წერს, რომ "ტვ პირველის" დამფუძნებლის მამის დაბარება საგამოძიებო უწყებაში ტელეკომპანიის გაჩერებას ისახავს მიზნად:

"რუსთავი 2"-ის თემის პირწმინდად წაგების შემდეგ, მეორე დილასვე რომ "ტვ პირველის" დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება, ე ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე ბარემ "ტვ პირველსაც" მოვუგრიხოთ კისერიო.

ჰოდა, ვაი თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა! სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახანს მომხდარი ამბები, რომელიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით!" - წერს გრიგოლია.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი გენერალურ პროკურატურაშია 18:00 საათზეა დაბარებული. უწყება წერეთლისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობას გეგმავს, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

გამოძიება ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება“.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს