ავტორი:

ბუტიკის ტიპის სასტუმროებზე მოთხოვნა მატულობს - როგორი უნდა იყოს სასტუმრო, რომ მისით საერთაშორისო ტურისტები დაინტერესდნენ

ბუტიკის ტიპის სასტუმროებზე მოთხოვნა მატულობს - როგორი უნდა იყოს სასტუმრო, რომ მისით საერთაშორისო ტურისტები დაინტერესდნენ

ყველა სასტუმროს მფლობელმა იცის, რომ სასტუმროს წარმატება სტუმრის კმაყოფილების ხარისხზეა დამოკიდებული. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და უმსხვილესი ქსელები უმცირეს დეტალებზეც კი ბევრს მუშაობენ, რათა შემდეგი დასვენების დაგეგმვისას, მომხმარებელს მათთან მოუნდეს შვებულების გატარება.

იმისათვის, რომ საქართველოში სასტუმროების ხელმისაწვდომობა ევროპის პრემიუმ კლასის სასტუმროებს გაუთანაბრდეს, შეიქმნა ბიზნესპლატფორმა Hotelhub.ge, რომელიც საერთაშორისო ოპერატორებს ქართული სასტუმროების ინდივიდუალურ და ჯგუფურ ჯავშნებს სთავაზობს.

კომპანიისგან, რომელიც ტურიზმის სფეროში დეტალურად ერკვევა, AMBEBI.GE დაინტერესდა, რა დეტალები უნდა გაითვალისწინონ ქართულმა სასტუმროებმა, რომ ჯავშნების რაოდენობის ზრდა შეძლონ? Hotelhub.ge სასტუმროს მეპატრონეებს ჯავშნების რაოდენობის ზრდისთვის 9 რჩევას სთავაზობს.

1. არხების დივერსიფიცირება შემოსავლების ზრდისთვის მნიშვნელოვანია

Hotelhub.ge სასტუმროებს ურჩევს, მხოლოდ კონკრეტულ გაყიდვების არხებზე არ იყვნენ დამოკიდებულები. კომპანიაში განმარტავენ, რომ სასტუმროების უმეტესი ნაწილი ინტენსიურად იყენებს ჯავშნების ერთ ან ორ ვებგვერდს, ისეთებს როგორც არის booking.com და expedia.com. საბოლოო ჯამში კი კარგავს პერსპექტივას, სხვადსხვა არხებიდან მიიღოს ჯავშნები. ერთ-ერთი ასეთი არხი არის Hotelhub.ge.

სასტუმრომ უნდა დაიცვას პარიტეტულობის პრინციპი, უნდა თანამშრომლობდეს ყველასთან და თავის ოთახებს ტურიზმის ყველა მოთამაშეზე სამართლიანად უნდა ყიდდეს.

2. საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ სასტუმროს მესამე პირის მიმართ დაზღვევა ჰქონდეს

სამწუხაროდ, ეს სერვისი მცირე ზომის სასტუმროებს არ აქვთ. ესეც ჯავშნების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია. მაგალითისთვის, მესამე პირის დაზღვევა, სასტუმროში მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში, სტუმრისთვის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.

3. გაზრდილი კონკურენციის ფარგლებში საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება ცალსახად წარმატების მომტანი არ არის

სასტუმროს ოპერირებისთვის საჭირო ძირითადი ნიუანსების გათვალისწინებასთან ერთად, აუცილებელია, სტუმრის კმაყოფილებაზე ვიფიქროთ. სასტუმროს პერსონალი მონდომებული უნდა იყოს, სტუმარს იმაზე უკეთესი მომსახურება შესთავაზოს, ვიდრე მას ამის მოლოდინი ჰქონდა. სტუმრის კმაყოფილება ყველაზე კარგი მარკეტინგული ხერხია.

ამასთან, HotelHub.ge-ში განმარტავენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების რაოდენობის ზრდა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ფასების დაკორექტირებაზე აისახება, ამიტომ მომსახურების მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანია.

4. საინტერესო კონცეფციის მქონე ბუტიკის ტიპის სასტუმროები პოპულარობით სარგებლობს.

ტურიზმის ბიზნესში შესვლისას იმთავითვე სასტუმროს კოცეფციაზე უნდა დავფიქრდეთ. Hotelhub.ge-ის ჯავშნების გაანალიზების შედეგად, გამოიკვეთა, რომ ბუტიკის ტიპის სასტუმროები ტურისტებისთვის უფრო საინტერესო ხდება და ასეთი ტიპის მიდგომას საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ხარისხის მომსახურების გარეშე მხოლოდ კონცეფცია შედეგს ვერ მოგვცემს.

5. სასტუმრომ მომხმარებლის უკუკავშირს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს

Hotelhub.ge-ში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია ისეთ ვებგვერდებზე დაფიქსირებული შეფასებების მონიტორინგი, როგორიც არის TripAdvisor.com, Google, Facebook. სასტუმრო უნდა ეცადოს, მომხმარებლების მხრიდან მაქსიმალურად მაღალი შეფასებები მიიღოს, რათა უფრო პოპულარული და გაყიდვადი გახდეს. უარყოფითი შეფასებები ჯავშნების რაოდენობაზე ნეგატიურად აისახება.

6. სასტუმროს ინტერნეტ სივრცეში ხილვადობა უნდა ჰქონდეს

მნიშვნელოვანია, სასტუმროს ჰქონდეს ხილვადობა, იქნება ეს Google თუ რომელიმე სხვა საძიებო სისტემა. ინტერნეტ-სივრცეში კარგი ხილვადობა სასტუმროს გაყიდვების ზრდაში ეხმარება.

7. არ არსებობს სასტუმროსთვის ვარსკვლავების მიმნიჭეველი ორგანიზაცია, რაც ტურისტებში დაბნეულობას იწვევს

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ჰოტელიერის სუბიექტური შეხედულებით მინიჭებულ ვარსკვლავებს მომხმარებლის თვალში სასტუმრო ვერ აკმაყოფილებს და შემდეგ ეს უკუკავშირში უარყოფითად აისახება. მნიშვნელოვანია, რჩევის მისაღებად სპეციალისტებს მივმართოთ.

8. Health&Safety სტანდარტის დაცვა მნიშვნელოვანია

Health &Safety სტანდარტები სასტუმრომ მინიმუმ საბაზისო დონეზე უნდა დაიცვას. ესეც აუცილებლად იმოქმედებს ჯავშნების რაოდენობაზე. Hotelhub.ge-ში განმარტავენ, რომ მათ აქვთ არაერთი შემთხვევა, როდესაც კორპორაციული კლიენტებიდან არ დაუჯავშნიათ ის სასტუმროები, რომლებიც უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. 9. ფინანსური ანალიზის გაკეთება აუცილებელია, სასტუმრომ სწორი ფასი განსზღვროს B2C (Booking.com, ex=]pedia) და B2B (ტურისტული კომპანიები, ონლაინპლატფორმები, ბიზნესპლატფორმები) არხებისთვის. B2C-სა და B2B-ისთვის განსაზღვრულ ფასებს შორის უნდა იყოს საგრძნობი განსხვავება, რომ თავიანთ მომხმარებელზე მომსახურების გაყიდვა ყველა მხარემ შეძლოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი