ავტორი:

სოფელ საყავრესთან ხანძარს 3 ვერტმფრენი აქრობს - ფოტოები ადგილიდან

სოფელ საყავრესთან ხანძარს 3 ვერტმფრენი აქრობს - ფოტოები ადგილიდან

დღეს დილიდან გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში კვლავ სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ჩაერთო.

სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ საღამოს ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და დაღამებამდე მათ 6 გაფრენა განახორციელეს.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყო 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება 40 ჰა. ფართობზე შეინიშნებოდა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აღემატება.

საყავრესთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთნენ გორის და კასპის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც.

ღამის განმავლობაში საყავრეში იმყოფებოდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია