ავტორი:

გლოვო ღამის ეკონომიკის სადარაჯოზე!

გლოვო ღამის ეკონომიკის სადარაჯოზე!

ღამის ორ საათზე ბურგერი თუ მოგდომებიათ, დილის ხუთზე კბილი თუ აგტკივებიათ, სადღაც 4-ის ნახევარზე სასმელიც თუ შემოგკლებიათ მეგობრებს, გამთენიისას ყვავილების გაგზავნა თუ გდომებიათ შეყვარებულისთვის და გამოსავალი არ გცოდნიათ, მაშინ გილოცავთ, ეს სიახლე ყველაზე მეტად გაგახარებთ: დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მიტანის სერვისის აპლიკაცია Glovo, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში გაძლევთ, უკვე 24 საათიანი გახდა! რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სასურველი პროდუქტი შეუკვეთოთ!

როგორც იცით, გლოვოს აპლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები, თუმცა Anything კატეგორიის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთი 24 საათის განმავლობაში შეუკვეთოთ, თუ, რა თქმა უნდა, ზუსტად იცით, რომ კონკრეტული ობიექტი, თქვენი სასურველი პროდუქტით, ღიაა.

გლოვო ამჟამად საქართველოს 4 ქალაქში ფუნქციონირებს: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. თუმცა, 24 საათიანი მომსახურება ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ვრცელდება - პროდუქტების ყიდვა სუპერმარკეტში, ფარმაცევტული პროდუქციის შეძენა აფთიაქში, ასევე საკვების გამოძახება ნებისმიერი 24 საათიანი რესტორნიდან. თანაც, ყველა გემოვნების მომხმარებლის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი: McDonald’s, Wendy’s, Subway, შაურმა, პიცა და ქართული კერძები მთელი ღამის განმავლობაშიც ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციაში.

შეკვეთის გაფორმებისთანავე, რა თქმა უნდა, იღებთ სრულ ინფორმაციას ნაყიდი პროდუქტისა და იმ კურიერის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელმაც მიტანის სერვისი უნდა უზრუნველყოს, თანხის გადახდა კი შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშწორებით, ისე საკრედიტო ბარათით.

Glovo-სთვის მომხმარებლის კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი კურიერები უკვე 24 საათის განმავლობაში იზრუნებენ თქვენი სურვილების ასრულებაზე.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის