ავტორი:

"ახლა ვინც შემიყვარდება, აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება" - გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობასა და ბრწყინვალე კარიერაზე

"ახლა ვინც შემიყვარდება, აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება" - გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობასა და ბრწყინვალე კარიერაზე

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც აქტიურად დაიწყეს საუბარი ნინი ბადურაშვილთან მისი შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

გიორგი ამ დროისთვის იახტების ბიზნესშია, თუმცა ჟურნალ "თბილისელებთან" ამბობს, რომ პროფესიით ვეტერინარია, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კერძოდ - სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა, თუმცა ხელმძღვანელებთან უთანხმოების გამო სამსახურის დატოვება მოუხდა, რაც მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ რეაბილიტირება მალევე შეძლო.

ჩიკვაიძე "თბილისელებთან" ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა წონა იყო - 126 კილოგრამს იწონიდა და ამის გამო უამრავი კომპლექსი ჰქონდა.

„გადავწყვიტე, დასასვენებლად კანში წავსულიყავი, სადაც კანის იახტების ფესტივალზე მოვხვდი და მივხვდი, რომ, მინდოდა, ამ სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. ჩემი სურვილი რომ გავამჟღავნე, თავიდან ყველა დამცინოდა. საიახტო ინდუსტრია ძალიან ძლიერ მატერიალურ მხარესთან ასოცირდება. მეორე წელს ისევ დავბრუნდი იახტების ფესტივალზე, მივადექი წამყვან კომპანიას და ვკითხე - როგორ იწყებენ თქვენთან მუშაობას მეთქი. მაშინ ისევ 126 კგ ვიყავი. ყველა, ვინც იქ მუშაობდა, საოცარ ფორმაში იყო. მათაც არასერიოზულად მიიღეს ჩემი ინტერესი. ბულინგი არ ყოფილა, მაგრამ მითხრეს, რომ ამ წონით იახტების ინდუსტრიაში გზის გაკვალვა ძალიან გამიჭირდებოდა. ეს ერთგვარი ლაქშერი ცხოვრების სტილია - ამ ინდუსტრიაში ადამიანებიც შესაბამისად უნდა გამოიყურებოდნენ, ამაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. მაგრამ ეს ჩემი ოცნება იყო. დღეს ჩვენი კომპანია „აზიმუტ ბენეტი“ მსოფლიოში ლიდერია. ბოლოს მათ მითხრეს, თუ მაინც არ იშლი, მოდი, ჯერ შენს თავზე იმუშავეო. ერთ წელიწადში 68 კილოგრამით ნაკლები და ნავარჯიშევი ჩავედი მათთან, სრულიად განსხვავებულად ჩაცმული და ჩემი თავი გავახსენე.

ექვსი წლის თავზე, ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ვარ კანის, ნიცის, მონაკოსა და იტალიის ტერიტორიაზე, ჩვენს მხარეში კი - რეგიონული მმართველი, რაც ცოტა დაუჯერებელი ამბავია.

- რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სასურველი სასიძოების ხუთეულში შედიხარ.

- პირადთან მე ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს, ბევრ ძმაკაცს უთქვამს, ერთი სტატუსი გაქვს და გამოიყენეო, რაც არ შემიძლია. გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ, უზომოდ ერთგული. სულ ორჯერ მიყვარდა.

- პირველი იყო ნინი ბადურაშვილი.

- კი, მაგრამ ნინის ამის გამო ვერ გავამტყუნებ. ვიცოდი მისი შეყვარებულები და ის ბიჭები ძალიან განსხვავდებოდნენ ჩემგან, ანუ მას სხვა ტიპები მოსწონდა. გარდა ამისა, ნინი ბავშვობიდან ვარსკვლავია, ასეთივე ოჯახიდან და მისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანი იყო, მის გვერდით ყოფილიყო სიმპათიური და წარმოსადეგი ბიჭი. მე 126 კილოიანი რომ დავდევდი ძაღლებს... აბსოლუტურად მისაღები იყო ჩემთვის ეს რეალობა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ურთიერთობას და ვიზიტს - ნინის ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ჯექსონი და მეც საშუალება მომეცა, ჯექსონების ოჯახის წვეულებაზე დამეპატიჟა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ეს მისთვისაც დაუჯერებელი იყო. სოციალურ ქსელებში აგრესიული კომენტარებიც შემხვდა: „ეს ოლიგარქი, „ვერტალიოტებით“ იფრინეს, იახტებზე დააჯინა...“

ნინის ლანძღავდნენ, ეს ბიზნესმენი გამოიჭირა და იმ ბიჭმა ჯერ არ იცის, ეს ვინ არისო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ დამშვიდდნენ, არც ოლიგარქი ვარ და ალბათ - საშუალოზე დაბალი დონის ბიზნესმენი. თუმცა, ჩემი გეგმები მაქვს და ამაზე რამდენიმე წელში ვილაპარაკოთ.

- სტატუსიც რომ შეგეცვალა და გარეგნობაც, ნინისთვის რამის დამტკიცების მცდელობა არ გქონია?

- არა. როცა მიყვარდა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ნინი ზედმეტ ურთიერთობას თავს არიდებდა. როგორც კი ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მერე ჩვენ შორის ისეთი მეგობრობა დაიწყო, როგორიც არავისთან მქონია.

- მეორე სიყვარულს რაც შეეხება და ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

- ეს იყო ბაქოში. დიდი ამბავი ააგორეს. ნინის გათხოვებას დაემთხვა და თითქოს, ეს მე ჯინაზე გავაკეთე, მაგრამ ასე არ ყოფილა. თუმცა, ის ურთიერთობა ძალიან მალე დამთავრდა. ჩემს ცხოვრებაში სულ ხდება რაღაც, მაგრამ ამას რაიმე კვალიფიკაციას არ ვაძლევ. საკმაოდ აქტიური პირადი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. თუმცა ვიცი, ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს, ვინც შემიყვარდება, ეს აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება. ჩემთვის ქალის გარეგნობაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხასიათიც და სინათლე, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან არა. ჩამქრალი, სტანდარტული გოგო ჩემთან ვერასდროს იქნება. მსიამოვნებს, როცა ჩემ გვერდით რაღაც ანათებს.

წყარო ჟურნალი "თბილისელები"

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები