ავტორი:

ფრენა გადაიდო? €600 კომპენსაციის მიღებაში FlyBack დაგეხმარებათ

ფრენა გადაიდო? €600 კომპენსაციის მიღებაში FlyBack დაგეხმარებათ

მოგზაურობა, ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობა ყველასთვის სასიამოვნო მოვლენაა..

თუმცა თქვენი ტური შესაძლებელია სრულ კოშმარად იქცეს თუ ფრენა დაგვიანდება, გადაიდება ან საერთოდაც გაუქმდება.

საინტერესოა რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ასეთი სიტუაციიდან ?

დღეს მოგიყვებით იმას, რაც ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ უცნობია!

თუ რეისი ვერ შესრულდა დაგეგმილ დროს, ამან შესაძლებელია თქვენ საკმაოდ დიდი ფინანსური ან მორალური ზარალი მოგაყენოთ და თუ უკვე გქონიათ ასეთი შემთხვევა, თქვენთვის უცხო არ იქნება ნერვიულობა და არეულობა, რომელიც რეისის დაგვიანებას ან გაუქმებას თან ახლავს.

ამის გათვალისწინეთ, 2004 წელს მიიღეს კანონი, რომელიც თქვენ გაძლევთ უფლებას აინაზღაუროთ მიღებული ზარალი და მოითხოვოთ საკმაოდ სოლიდური თანხა.

იმ შემთხვევაში თუ ფრენა დაგიგვიანდებათ, გაუქმდება ან ვეღარ მიუსწრებთ დაკავშირებულ ფრენას (გადაჯდომა/ტრანზიტი), გაქვთ უფლება მოითხოვოთ კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე.

როგორ უნდა მოვითხოვო კომპენსაცია?

ეს ძალიან მარტივია, რადგან საქართველოში არსებობს სპეციალიზებული იურიდიული კომპანია სახელად FlyBack.Ge, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული ფრენის კომპენსაციის მიღებაში. თანაც ძალიან მარტივად და სახლიდან გაუსვლელად.

FlyBack უკვე ათასობით ქართველ მგზავრს დაეხმარა კომპენსაციის მიღებაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დღემდე წარმატებულად მუშაობენ თქვენი უფლებების დასაცავად.

ფრენის კომპენსაციის მისაღებად საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის ფორმის შევსება FlyBack.Ge-ზე, ხოლო ამის შემდეგ ისინი მოიძიებენ ინფორმაციას, დაადგენენ გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია და დაიწყებენ საქმის წარმოებას.

ხოლო საუკეთესო არის ის, რომ თქვენ წინასწარ არაფრის გადახდა არ გიწევთ მათ მომსახურებაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმეს მოიგებენ და მიიღებენ კომპენსაციას თქვენთვის, ასეთ დროს კომპენსაციის 25%-ს შეადგენს მათი სერვისის საკომისიო. რაიმე მიზეზით არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების დროს, თქვენ არ იხდით არაფერს და ყველა ხარჯს ფარავს FlyBack. ეს ყველაფერი კი მათ სერვისს განსაკუთრებულად მიმზიდველს და მომხარებლებზე ორიენტირებულს ხდის.

რაზეა დამოკიდებული კომპენსაციის ოდენობა?

კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ მანძილზე დანიშნულების ადგილამდე და განსაზღვრულია 250-დან 600 ევროს ოდენობით:

თუ საფრენი მანძილი 1500 კმ-მდეა --- 250 ევრო

საფრენი მანძილი 1500-3500 კმ-მდე --- 400 ევრო

საფრენი მანძილი 3500 კმ ან მეტი ---- 600 ევრო

გასათვალისწინებელია, რომ ბილეთის ფასს არანაირი გავლენა არ აქვს ფრენის კომპენსაციის ოდენობაზე. იმ შემთხვევაშიც თუ 30 ევრო გაქვთ გადახდილი ბილეთი და იმ შემთხვევაშიც თუ 150, კომპენსაციის ოდენობა ორივე შემთხვევაში იქნება ერთი და იგივე.

კარგი ამბავი არის ის, რომ როგორც წესი კომპენსაცია ორჯერ და სამჯერ მეტია ხოლმე, ვიდრე ორმხრივ ბილეთში გადახდილი თანხა.

მაგალითად: თუ თქვენ მიფრინავდით ქუთაისი-პარიზის რეისით, თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია 400 ევრო, ლონდონი-თბილისის რეისისთვის 600 ევრო , ქუთაისი-ლარნაკას რეისზე 250 ევრო, თბილისი-სტამბოლი-ბარსელონას რეისისთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ 600 ევრო და ა.შ.

როგორია კომპენსაციის მიღების კრიტერიუმები?

იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი კომპენსაციის მიღებაზე არსებობს სულ რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რეისი კომპენსაციის მისაღებად:

1. ავიაკომპანია უნდა იყოს პასუხისმგებელი რეისის შეფერხებაზე (ფრენის დაგვიანება, გაუქმდება, დაკავშირებული ფრენის გამოტოვება)

2. თქვენი ჩასვლა საბოლოო დანიშნულების ადგილას უნდა იყოს დაგვიანებული მინიმუმ 3 საათით.

- იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ დაკავშირებული ფრენები, მაგალითად თბილისი-ვარშავა-ბარსელონა, ხოლო თბილისი-ვარშავას რეისის ნებისმიერი დროით დაგვიანებამ განაპირობა თქვენი დაგვიანება ვარშავა-ბარსელონას რეისზე და ვეღარ გაფრინდით ამ რეისით, თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია დაკავშირებული ფრენის გამოტოვებისთვის

ხოლო ფრენის გაუქმების შემთხვევაში ემატება კიდევ ერთი კრიტერიუმი:

3. რეისზე ცვლილების ან გაუქმების შემთხვევაში ავიაკომპანიისგან შეტყობინება უნდა გქონდეთ მიღებული რეისამდე 14 დღეზე ნაკლებით ადრე.

- თუ ავიაკომპანიამ ცვლილების შესახებ ელ.ფოსტით ან ტელეფონის საშუალებით შეგატყობინათ შეგატყობინათ ფრენის შესრულებამდე 14 ან მეტი დღით ადრე, ეს კანონმდებლობით მათ ათავისუფლებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან.

შესაძლებელია კომპენსაციის მიღება ძველი რეისისთვის?

დიახ, ნამდვილად შეგიძლიათ კომპენსაცია მოითხოვოთ ძველი რეისისთვის, თუმცა ეს ვადა დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, რომელთა შორისაც სრულდებოდა რეისი. მაგალითისთვის ესპანეთის კანონმდებლობით კომპენსაციის მოთხოვნა შეგიძლიათ რეისის შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ბრიტანეთის შემთხვევაში 6 წლის განმავლობაში, თუმცა ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ რომ საშუალოდ 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელია მიიღოთ კომპენსაცია. ფრენიდან რაც უფრო მალე შეავსებთ აპლიკაციას FlyBack.Ge-ზე, რა თქმა უნდა, უფრო დიდი შანსი გექნებათ კომპენსაციის მიღებისაც. ნახეთ ყველა ქვეყნის ჩამონათვალი წლების მიხედვით

გაიგეთ მეტი FlyBack-ის ვიდეოში

საჭიროა დაზღვევა ან წინასწარი რეგისტრაცია კომპენსაციის მისაღებად?

არა, კომპენსაციის მოსათხოვად თქვენგან არაფერია საჭირო გარდა სურვილისა, მით უმეტეს დაზღვევა. წინასწარ არაფრის გაკეთება არ არის აუცილებელი. თუნდაც მას შემდეგ გაიგოთ ფრენის კომპენსაციის შესახებ, რაც ფრენა დაგვიანდება ან გაუქმდება, თქვენ გაქვთ სრული უფლება მიიღოთ კომპენსაცია.

გაიგეთ მეტი FlyBack-ის ვიდეოში

რა დოკუმენტებია საჭირო ?

ფრენის კომპენსაციის მისაღებად თქვენ არ გჭირდებათ დოკუმენტების მთელი დასტა, ამისთვის ბილეთი და პასპორტიც სრულიად საკმარისია. დიახ, მხოლოდ ეს ორი დოკუმენტია დაგჭირდებათ და სულ ეს არის. თუ ბილეთი შენახული არ გაქვთ, შეგიძლიათ ბილეთის ჯავშანიც გამოიყენოთ FlyBack.Ge-ზე აპლიკაციის შესავსებად.

კომპენსაციის მიღებას რამდენი დრო სჭირდება?

მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის მიღება ძალიან მარტივია თქვენთვის, მეორემხრივ ეს საკმაოდ რთული პროცესია და დიდი სამუშაოა იურიდიული კომპანიისთვის. კონკრეტულ ვადებს კანონმდებლობა არ ადგენს, თუმცა FlyBack.Ge-ის გამოცდილებით, კომპენსაციის მიღებას საშუალოდ 1-5 თვე სჭირდება, რაც ყველა მგზავრის საქმეზე განსხვავებულია.

კომპენსაციის მიღების დროზე დიდ გავლენას ახდენს: თუ რეისის შესრულებიდან რამდენ ხანში შეავსეთ აპლიკაცია, როგორია საქმის კომპლექსურობა და ქვეყნების შიდა კანონმდებლობები, რომელთა შორისაც სრულდებოდა რეისი და რა იურიდიული ზომების მიღება იქნება საჭირო.

გაიგეთ მეტი FlyBack-ის ვიდეოში

არ ხართ დარწმუნებული გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია? ეს არ არის პრობლემა

შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა FlyBack.Ge-ზე და ისინი დაადგენენ ექვემდებარება თუ არა თქვენი შემთხვევა რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობას. იმ შემთხვევაშიც კი თუ ზუსტი დაგვიანების დრო არ გახსოვთ, FlyBack.Ge-ს გუნდს ამის შემოწმებაც შეუძლია.

FlyBack.Ge-ს გენერალური დირექტორი საბა მიგრიაული აღნიშნავს : „ვინაიდან საქართველოში უკვე წლებია წარმატებულად ვმუშაობთ და ბაზარზე სტაბილურად ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარება, სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვის წინ ჩვენ უკვე საერთაშორისო ბაზარზე გავედით და საქართველოს საზღვრებს გარეთაც ვეხმარებით მოგზაურებს კომპენსაციის მიღებაში - 3FlightDelay – Flight Delay Compensation . ამიტომ თქვენ უცხოელ მეგობრებს უკვე შეუძლიათ ჩვენი ინგლისურენოვანი პლათფორმით ისარგებლონ.“

R

"გემრიელი" აქცია და ორმაგად დასაჩუქრებული პატარები - არ გამოტოვოთ!

რომელ ქვეყანაში რა სახის ყავას მოიხმარენ და როგორ იცვლება ყავის კულტურა საქართველოში?

ფინკა ბანკში სესხები უფრო იაფია