ავტორი:

კოვზზე ამოკაწრული პირველი ბრძოლის თარიღი და ქართველი ემიგრანტის აღმოჩენილი მეომრების საფლავები გერმანიაში - ახალი გვარ-სახელები მეორე მსოფლიო ომიდან

კოვზზე ამოკაწრული პირველი ბრძოლის თარიღი და ქართველი ემიგრანტის აღმოჩენილი მეომრების საფლავები გერმანიაში - ახალი გვარ-სახელები მეორე მსოფლიო ომიდან

AMBEBI.GE აგრძელებს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების მონაცემების მოძიებას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩვენი მკითხველის კომენტარებს, რომლებიც თავიანთი წინაპრებისა და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას გვთხოვენ.

გთავაზობთ, იმ ადამიანების მონაცემებს, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ და მათმა შთამომავლებმა AMBEBI.GE-ს სტატიების კომენტარებში ითხოვეს წინაპრების მოძებნა:

ბაგრატ კიტოს ძე ბიგანიშვილი - დაბადებული 1902 წელს კასპის რაიონის სოფელ ნიქოზში. წოდება - კაპიტანი. ოჯახური მდგომარეობა - მეუღლე და 5 შვილი. ბოლო მისამართი - თბილისი, საბჭოს ქუჩა N93. დაიღუპა 1945 წლის 19 იანვარს.

ვოლგოგრადის ოლქში, გათხრების დროს ნაპოვნია კოვზი წარწერით, სოლომონ ყუაშვილი (ან ქუაშვილი), რომელზეც პატრონს პირველი ბრძოლის თარიღიც ჩაუნიშნავს - "1941 წლის 22 ივნისს გვქონდა პირველი ბრძოლა...". თუმცა, მის შესახებ რაიმე სხვა ინფორმაცია არ იძებნება.

დავით შეყილაძე (ან შაკილაძე) - დაბადებული 1913 წელს ჩოხატაურის რაიონში. დაიღუპა 1943 წლის 28 ივლისს, კრასნოდარის მხარეს, ყირიმში, ხუტორის რაიონში, ნოვორიისკთან ახლოს. დაკრძალულია საერთო სასაფლაოზე.

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი, რომელიც ახლახან ქალაქ კემნიციდან დაახლოებით 140 კილომეტრში მდებარე ელსთერვერდეს სასაფლაოზე იმყოფებოდა და ტყვეობაში დაღუპული ქართველი მეომრების საფლავებიც იპოვა, ახალ გვარსახელებს გვაწვდის:

ალექსანდრე ილიას ძე ვაჭარაძე - დაბადებული 1917 წელს, ზესტაფონის რაიონში. წოდება - უფროსი სერჟანტი. დაიღუპა შეტაკებისას 1945 წლის 1 მაისს. დაკრძალულია გერმანიაში (ელსთერვერდე).

გრიგოლ მელაძე - დაბადებული 1903 წელს. დაიღუპა 1945 წელს. დაკრძალულია გერმანიაში (ელსთერვერდე).

დიმიტრი ფახულის ძე ჩუბურია (ან ჯგუბურია) - დაბადებული 1904 წელს, გალის რაიონის სოფელ ოქუმში. ძმა პლატონი... დედა გოგუა ან გაგუა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 9 ივნისს. დაიღუპა 1942 წლის 9 ივნისს. დაკრძალვის ადგილი - გერმანია, ელსთერვერდე.

შალვა დავითის ძე თუშმალიშვილი - დაბადებული 1920 წელს თბილისში. მუშაობდა ლექტორად. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 22 დეკემბერს, იმყოფებოდა ცაითჰაინის ტყვეთა ბანაკში. დაკრძალვის ადგილი - ელსთერვერდე.

არჩილ ყუფუნია (ხუფენია) - დაბადებული ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში. მეუღლე პელაგია... ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 15 ივლისს. დაიღუპა 1942 წლის 28 ნოემბერს. დაკრძალვის ადგილი ელსთერვერდე. იმის გათვალისწინებით, რომ ტყვედ ჩავარდნილი ბანაკში შეყვანისას უკვე ავად იყო, დიდი ალბათობით ვერ მიაწოდა სრული ინფორმაცია.

იოველი (ან ივერი) გიორგის ძე ციცილოშვილი - დაბადებული 1903 წელს, ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშში. მეუღლე ციცილოშვილი ოლიმპია. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 10 აგვისტოს. დაიღუპა 1943 წლის 13 მარტს. დაკრძალვის ადგილი - ელსთერვერდე.

თეოფილე არსენას ძე ცუცქირიძე - დაბადებული 1907 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში. მეუღლე აგრაფინა ივანეს ძე ცუცქირიძე. ბანაკში უკვე დაღუპული შეიყვანეს, სხვადასხვა დიაგნოზით - ნაწლავების ანთება, ორგანიზმის სისუსტე. დაღუპვის მიზეზი - ორგანიზმის საერთო სისუსტე. დაღუპვის თარიღად მითითებულია 1943 წლის 31 მარტი. 16 საათი. დაკრძალვის ადგილი - გერმანია, ელსთერვერდე.