ავტორი:

4 მიზეზი, რის გამოც ქმარი სხვა ქალთან გარბის

4 მიზეზი, რის გამოც ქმარი სხვა ქალთან გარბის

ცხოვრობენ ქალები თავიანთ ოჯახებში, ჰყავთ შვილები, აქვთ ვალდებულებები, ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ისე როგორც უნდა იყოს და უცებ… მეხის გავარდნა - ღალატი.

ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია მამაკაცისთვის, თუ გრძნობს მის სიყვარულს. ნებისმისმიერი ქალისთვის ურთულესი მისაღებია ფაქტი, რომ მის ქმარს იგი აღარ უყვარს, მეტიც შეყვარებულია სხვაზე. ეს მართლაც აუტანელი ტკივილია.

მანამდე იგი ფიქრობდა, რომ ეს მამაკაცი მისია, მართალია აქვს უამრავი ნაკლი, მაგრამ ამ ნაკლით და ღირსებით მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ მას სხვა ქალის პოვნა შეუძლია. ქალების უმეტესობა ხომ მიჩვეულია განსაზღვრული ცხოვრების წესს, გარკვეულ კომფორტის ზონას და უცებ ამხელა დარტყმა ხდება სწორედ ამ წესზე.

რა აიძულებს მამაკაცს ზურგი აქციოს ამ ყველაფერს, დათმოს და წავიდეს? სულაც არ არის აუცილებელი, ეს მუდმივი კონფლიქტების ფონზე მოხდეს. ხშირად ეს ყველაზე მოულოდნელად ხდება და როგორც წესი, გვევლინება როგორც რამდენიმე შეცდომის მუდმივი დაშვების შედეგი. განვიხილოთ ეს მიზეზები.

სიყვარულის ნაკლებობა

ბუნებრივია სიყვარული ათვლის წერტილია, უპირობოდ უნდა გიყვარდეთ და რაც მთავარია გამოხატავდეთ. როცა გამოხატვაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აქ დღეში რამდენჯერმე სიტყვებით სიყვარულის ახსნა არ იგულისმება. იგი უნდა გრძნობდეს თქვენს სიყვარულს. როგორც პატარა ბავშვების ნორმალური აღზრდისთვის აუცილებელია თავი იგრძნოს სიყვარულის ობიექტად, ისე მამაკაცისთვის. ხშირად ისინი ეჭვიანობენ კიდეც პირველ შვილზე, რომელსაც ის ცოლის ყურადღებას უყოფს.

ამასთან, როგორაც და რამდენჯერაც არ უნდა გამოხატოთ ეს გრძნობა, თუ შინაგან სიღრმეს მოკლებულია, იგი ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. თქვენ უნდა იყოთ ამ გრძნობის წყარო, იგი თქვენში გამუდმებით უნდა იბადებოდეს, ასეთ შემთხვევაში ყოველდღიური ვალდებულებები და რუტინა ვერ მოახერხებს მის ჩახშობას.

როცა იკარგება ეს ნაპერწკალი წყვილს შორის გაუცხოვების ნიშნები ჩნდება, ისინი გადადიან თავიანთი ცხოვრების სხვა ეტაპზე - ქალი დედაა, მისი ყურადღება და სიყვარული ვერ ნაწილდება როგორც საჭიროა. ეს ყველაფერი ამზადებს ღალატისათვის ნიადაგს. წაიკითხეთ სრულად

ტესტი: იცანი ფეხბურთელი ბავშვობის ფოტოზე

"მე ძალიან, ძალიან ქართველი ვარ": რას ამბობს დემნა გვასალია ახალ კოლექციაზე? - სიჩუმეში გამართული შოუს დეტალები

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?