ავტორი:

"ელენე სამჯერ მომიკვდა... დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში" - 13 წლის გოგონას დედა მოზარდების მშობლებს აფრთხილებს

"ელენე სამჯერ მომიკვდა... დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში" - 13 წლის გოგონას დედა მოზარდების მშობლებს აფრთხილებს

ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის შვილი ორი წლის წინ გახმაურებულ ონლაინთამაშს "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა, მშობლებს მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

"2 წელი ელენეს გარეშე...

პოსტი იქნება მძიმე, მაგრამ ყველა მშობლისთვის აუცილებლად წასაკითხი.

ელენე სამჯერ მომიკვდა, პირველად როცა 29 აგვისტოს დამირეკეს და მთხოვეს სახლში მივსულიყავი, რადგან რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პოლიციაა მოსული და ფანჯარა არის ღიადო, მეცამეტე სართულის ფანჯარა, ელენს ოთახის ფანჯარა... დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში.... ვერ ვიჯერებდი როცა სკამებს აწყობდნენ, აი ისე პანაშვიდზე რომ იციან... შუაში ცარიელი ადგილი დატოვეს, ყველაზე ცენტრალური, ადგილი ელენესთვის...

მეორედ ელენე მომიკვდა მაშინ როდესაც 30 აგვისტოს გამთენიისას (როცა ელენე უკვე სახლში იყო მოსვენებული) წამიერად გავითიშე... მზის შუქმა გამაღვიძა და პირველი აზრი, რომელიც მომივიდა იყო ის, რომ ელენეს ოთახში უნდა შევსულიყავი დილა მშვიდობისა მეთქვა და მეკოცნა (ისე როგორ ყოველთვის), წამის მეათასადში მივხვდი რომ ელენე ცოცხალი აღარ იყო... მაშინ მეორედ მომიკვდა...

მესამედ მაშინ მომიკვდა, როცა ქვაზე დახატეს, დახატეს და საამქროში დაგვიბარეს, მობრძანდით დავასრულეთო... ვუყურებდი ჩემი შვილის სურათს მარმარილოს შავ ქვაზე გამოსახულს და მივხვდი რომ ეს იყო პიკი, უკან დასახევი გზა აღარ არის.... ელენე დახატეს მარმარილოს ქვაზე, მაშინ მესამე მანიფესტი იყო მისი სიკვდილის. ვიდექი და კი არ ვტიროდი, ვხაოდი როცა მას ამ ქვაზე დახატულს ვუყურებდი... იქვე საამქროში ვიღაც ქალი იდგა და კომენტარი გააკეთა: „ვაიმე რა კარგად დახატესო, როგორც ჰგავს სურათსო“....

კიდევ ბევრი რამ იყოს ამ 2 წლის განმავლობაში, პირველი წელი ყველგან აღაჟღაჟებული შუქი მქონდა ჩართული, იმიტომ რომ ველოდი რომ მოვიდოდა, და არ მინდოდა გამომპარვოდა მისი ლანდის დანახვა.... მაგრამ არ მოვიდა, უფრო სწორედ კი, ისე არ მოვიდა როგორც მე ველოდი, მერე შუქიც ჩავაქრე....

რატომ გიზიარებთ ამას - ლურჯი ვერშაპი მკვლელია, და მათ ვისაც გყავს თინეიჯერები გმართებს დიდი ყურადღება, ეს არ არის გამოგონილი მითი, ეს სასტიკი მკვლელი თამაში მართლა არსებობს. თუკი თქვენი შვილი უცაბედად ხდება ინტროვერტი, უცებ გადადის დახურული ტანსაცმლის ტარებაზე, ხელიდან არ უშვებს ტელეფონს, გაუქრა ინტერესი ყველაფრის მიმართ ნუ მიაწერთ ამას მხოლოდ გარდატეხის ასაკს, შეამოწმეთ მისი ტელეფონი, მისი მიმოწერა და უთხარით რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეს... აუხსენით რომ თამაშის დასრულება ნებისმიერ წუთს შეიძლება, ისე რომ არც მას და არც მის საყვარელ ადამიანებს არააფერი არ დაემუქრებათ," - წერს ნანა ბერძენიშვილი "ფეისბუქზე".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ