ავტორი:

ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ოსკარზეა წარდგენილი - ქართველი რეჟისორის ნამუშევრის კიდევ ერთი დიდი წარმატება

ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ოსკარზეა წარდგენილი - ქართველი რეჟისორის ნამუშევრის კიდევ ერთი დიდი წარმატება

გეი დრამას „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ქართველმა რეჟისორმა, ლევან აკინმა გადაიღო, „ოსკარზე“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით წარადგენენ, ინფორმაციას Hollywood Reporter ავრცელებს.

მოცეკვავე გეი წყვილის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა მაისში კანის კინოფესტივალზე შედგა. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

ლევან გელბახიანმა შესრულებული როლისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო.

ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალი 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართება.

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს