ავტორი:

"კერხერი" - კომპანია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლებს "ახალ სიცოცხლეს" სძენს

"კერხერი" - კომპანია, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლებს "ახალ სიცოცხლეს" სძენს

როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, გერმანული ბრენდი კერხერი მსოფლიო ლიდერია დასუფთავების აპარატების წარმოებაში. სწორედ შესაბამისი ტექნიკის არსებობამ და კომპანიის კორპორატიულ-სოციალურმა პასუხისმგებლობამ მსოფლიოს მემკვიდრეობის წინაშე, მნიშვნელოვანი კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების ძირეული წმენდა ტრადიციად ჩამოაყალიბა 1980 წლიდან.

დღემდე არაერთი ცნობილი არქიტექტურულ-კულტურული ძეგლის წმენდაა შესრულებული კერხერის პროფესიონალთა გუნდის მიერ - მათ შორის შეერთებულ შტატებში რაშმორის მთაზე პრეზიდენტების მონუმენტების, ბრაზილიაში იესო ქრისტეს ქანდაკების, ინგლისში ლონდონის თვალის, ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძრის კოლონადის, ნიუ იორკში თავისუფლების ქანდაკების და ა.შ.

საქართველოშიც ადგილობრივი წარმომადგენლობა დაარსების დღიდან ჩაერთო მსგავს პროექტებში და მათ უკვე 6 პროექტი განახორციელეს:

ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლის წმენდა (I-ლი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი);

ვაჟა-ფშაველას ძეგლის წმენდა (თბილისი);

ბარათაშვილის ხიდის ქვეითთა გადასასვლელის წმენდა (თბილისი);

ოპერის და ბალეტის თეატრის წინ მდებარე ქვეითთა გადასასვლელის წმენდა (თბილისი);

ილია ჭავჭავაძის ძეგლის წმენდა (ბათუმი);

შადრევანი „ბათუმი“-ს წმენდა (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, ბათუმი).

ძეგლების წმენდის პროცესების მნიშვნელობასთნ და დეტალებთან დაკავშირებით, კერხერის მარკეტინგის მენეჯერს, ნინო ხაცაკვაძეს გავესაუბრეთ.

-გთხოვთ მოგვიყვეთ, რა დატვირთვა აქვს მსგავსი ძეგლების წმენდას თქვენთვის, როგორც კომპანიისთვის:

-არქიტექტურული თუ კულტურული ძეგლები საქართველოს ისტორიის საამაყო ნაწილია, ჩვენ, როგორც მსოფლიო ლიდერ კომპანიას დასუფთავების აპარატების წარმოებაში, გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მათი დახმარებით, ხელი შევუწყოთ ქართული ძეგლების პირვანდელი სახის აღდგენას და შენარჩუნებას მომავალი თაობებისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი პროექტის დიდი სიფრთხილით შესრულება, რომ არ დაზიანდეს ძეგლების ბუნებრივი საფარი. მხოლოდ სწორი მეთოდით წმენდით არის შესაძლებელი, რომ ძეგლებს ნაწილობრივ ავაცილოთ გარემოს ზემოქმედებით დაბინძურებული საფარი და შევინარჩუნოთ ისინი დიდი ხნის განმავლობაში.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ახლახანს გადაინაცვლეთ ბათუმში მსგავსი პროექტებით, თუ შეიძლება მოგვიყევით ამის შესახებ.

- წელს, ბათუმში ჩვენი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ რომ მსგავსი პროექტები ბათუმშიც განგვეხორციელებინა ადგილობრივ გუნდთან ერთად. შევარჩიეთ ბათუმის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე მერიის წინ მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებიც განხორციელდა ადგილობრივი მერისა და „შპს სანდასუფთავების“ მხარდაჭერით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ. „შპს სანდასუფთავებამ“ უზრუნველყო ამწე კალათა და წყლის მარაგი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ძეგლების ორეტაპიანი რეცხვის დროს. ასევე მეორე დღეს მივიღეთ ნებართვა შადრევნის რეცხვაზეც, რომელიც მდებარეობს ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 6 საათის განმავლობაში ჩვენი გუნდი წმენდდა შადრევნის ზედაპირს, რომელზეც 2013 წლიდან არ იყო ღრმა წმენდა ჩატარებული და ჰქონდა დაგროვილი საკმაოდ დიდი ნადები. როგორც სოციალურ ქსელში მივიღეთ გამოხმაურება, ბათუმელებს ძალიან მოსწონთ მსგავსი პროექტები და უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე შადრევნის წმენდას ვგეგმავთ შესაბამისი ნებართვების მოპოვების შემდეგ.

- რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ძეგლების გაწმენდა? როგორც დროითი, ასევე მატერიალური და ადამიანური რესურსები.

- ზოგადად წმენდის პროექტები მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რომელიც საკმაო დროს მოითხოვს მოსამზადებლად: პირველ რიგში ვირჩევთ პროექტებს, შემდეგ ვსწავლობთ თუ რა მასალისაა ძეგლი, იმისათვის, რომ შემდგომ სწორად შევარჩიოთ წმენდის მეთოდი და საშუალებები, ამის შემდეგ შეგვაქვს განაცხადი მერიაში და მომდევნო 2-3 კვირის ფარგლებში ვიღებთ ნებართვას და ვიწყებთ წმენდით სამუშაოებს.

თავად წმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ყველაზე აუცილებელი ჩვენთვის წყლის მარაგია. შეძენილი გვაქვს სპეციალური ავზები, რომელსაც ვავსებთ და მიგვაქვს პროექტის ზონამდე (რამდენჯერმე - საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა ბათუმის შემთხვევაში გაგვიმართლა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენს ინიციატივას და წყლის მარაგიც და ამწე კალათაც თავად უზრუნველყო). რაც შეეხება სხვა, მატერიალურ და ადამიანურ რესურსს, ჩვენ, როგორც მსოფლიო ლიდერი დასუფთავების აპარატების წარმოებაში, რა თქმა უნდა ვსარგებლობთ ჩვენი სადემონსტრაციო მაღალი წნევით რეცხვის აპარატებით, რომლებიც ჩვენს შოურუმში არის წარმოდგენილი და ჩვენს ადგილობრივ თანამშრომლებს ყოველთვის ვაძლევთ საშუალებას მოხალისეობრივად ჩაერთონ ამ პროექტებში და მიიღონ მონაწილეობა.

- რა გეგმები გაქვთ მომავალში?

-აღსანიშნავია, რომ კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენს კომპანიას მეტ მოტივაციას სძენს, რომ ასევე აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სხვა სამოხალისეო პროექტებშიც, რომლებიც დასუფთავებასთან არის დაკავშირებული: შარშან, მთელი გუნდით ჩავერთეთ კამპანიაში (15 სექტემბერს), რომელიც გულისხმობდა დასუფთავებას მსოფლიოს მასშტაბით და გავწმინდეთ მცხეთაში ლერმონტოვის ძეგლისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. ასევე შევიძინეთ და მივაწოდეთ საჭირო ინვენტარი ცალკეულ საინიციატივო ჯგუფებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მსგავსი აქტივობა წელსაც გაიმართება და ჩვენც უკვე აქტიურად ვიწყებთ მზადებას.

ასევე, როგორც აღვნიშნე, ვემზადებით ბათუმის შადრევნების წმენდისთვის, შესაბამისი ნებართვების მოპოვების შემდეგ მოხდება მათი შესწავლა და წმენდითი სამუშაოების თარიღის დაგეგმვა.

ზოგადად ვთვლით, რომ ეს ყველაფერი მინიმალურია, რომელიც ჩვენ, როგორც კომპანიას შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენი ინტერესია, რომ მეტი აქტივობის მონაწილე გავხდეთ და ჩვენი ძალებით შევძლოთ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთება იმ საშუალებებით, რომლებიც გაგვაჩნია. უდავოა, რომ ყოველი პროექტი უფრო მეტი ენერგიით გვავსებს კერხერის გუნდის წევრებს და ახალ მოტივაციას გვძენს შემდგომი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის