ავტორი:

ლელა კილაძის მრავალშვილიანი დედის ამპლუა და ოჯახური იდილიის ამსახველი ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ლელა კილაძის მრავალშვილიანი დედის ამპლუა და ოჯახური იდილიის ამსახველი ფოტოები "ინსტაგრამიდან"

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე პრესასთან აქტიური ურთიერთობით არ გამოირჩევა, თუმცა სოციალურ ქსელებში ოჯახური იდილიის ამსახველ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ლელა კილაძის უფროსი ვაჟი, კოკო კეჟერაშვილი უკვე 21 წლისაა. ლელას სხვადასხვა ქორწინებებიდან 4 შვილი ჰყავს - პირველი ქორწინებიდან 2 ვაჟი, მეორედან ერთი ვაჟი (ალექსანდრე უგულავა) და გუკა რჩეულილშვილთან პატარა გოგონა (თრინითი-მართა).

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ლელა საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. ალბათ იმიტომ, რომ ის ქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახლდათ.

ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი ურთიერთობას საკმაოდ დიდხანს მალავდნენ, თუმცა ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც ლელა კილაძის ორსულობის შესახებ ინფორმაცია მისმა მომავალმა მამამთილმა, აწ გარდაცვლილმა ვახტანგ რჩეულიშვილმა გაავრცელა. გუკა ამ დროს ციხეში იმყოფებოდა.

ლელა კილაძემ მეუღლის გარეშე გაიარა ფეხმძიმობის რთული დღეები, რასაც ვახტანგ რჩეულიშვილის გარდაცვალება და მაია რჩეულიშვილის პატიმრობაც დაემატა. თრინითი ისე გაჩნდა, რომ გუკას არ უნახავს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა გაათავისუფლეს, შეძლო თავისი შვილის ნახვა. გუკასთვის ლელასთან ქორწინება მეორეა. მას წინა ქორწინებიდან მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან ერთი გოგონა, კატო ჰყავს.

ლელა კილაძესთან ქორწინება მეორე იყო გიგი უგულავასთვისაც, მასაც პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ტასო და თინათინი ჰყავს. გიგი უგულავას მეორე ოჯახი პატიმრობისას დაენგრა, მაშინ როცა ქალაქის ყოფილი მერი სასჯელს იხდიდა, ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილზე გათხოვდა. გიგის და ლელას საერთო შვილიც ჰყავს. პატარა ალექსანდრე, რომელიც ნიუტონის სკოლაში სწავლობს, ის ხან დედასთან არის, ხან მამასთან.

ყოფილი მეუღლეების შვილებს, ერთმანეთთან ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა აქვთ, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდანაც ჩანს.

ფონიჭალაში ავტობუსის გაჩერებას ტანსაცმლის გასაყიდად იყენებენ  - "აცადეთ ვაჭრობა, რა დროს ტრანსპორტია"

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე