ავტორი:

ქობულეთში ქვეითს ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა

ქობულეთში ქვეითს ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა

ქობულეთში, რუსთველის ქუჩაზე, გამვლელ მამაკაცს საცხოვრებელი ბინის მესამე სართულიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა, რის შედეგადაც დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია