ავტორი:

ვალერი მელაძე მთაწმინდაზე, "ფუნიკულიორში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა კომენტარებს წერენ ქართველები და რუსები

ვალერი მელაძე მთაწმინდაზე, "ფუნიკულიორში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - რა კომენტარებს წერენ ქართველები და რუსები

ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი ვალერი მელაძე საქართველოშია. მომღერალი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მთაწმინდაზე მდებარე რესტორან "ფუნიკულიორში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"ღამის თბილისი. მყუდრო და სტუმართმოყვარე. თბილისო - მზის და ვარდების მხარეო, უშენოდ - სიცოცხლეც არ მინდა, სად არის სხვაგან ახალი ვარაზი, სად არის ჭაღარა მთაწმინდა".

მომღერლის პოსტს უამრავი მოწონება აქვს, კომენტარებს წერენ როგორც ქართველი, ასევე რუსი "ფოლოუერები".

რუსები წერენ, რომ ოცნებობენ საქართველოში ჩამოსვლაზე. ერთ-ერთი ქართველი კი ამბობს, რომ "არცერთი ქართველი სტუმარს გარეთ არ გააგდებს და არ ეტყვის წავიდეს, სტუმრებს ყოველთვის სიამოვნებით ვმასპინძლობთ".

მომღერლის კიდევ ერთი რუსი "ფოლოუერი" თანამემამულე ქალბატონის მონათხრობს იხსენებს: "2019 წლის აგვისტოში ეს ქალბატონი საქართველოში იმყოფებოდა. მან მითხრა, რომ აღფრთოვანებული დარჩა ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით, ეროვნული სამზარეულოთი და ტურისტების მიმართ ქართველების დამოკიდებულებით. ქალი ყვებოდა, რომ საქართველოში უამრავი საინტერესო ქალაქის ნახვა შეიძლება, სადაც ბევრი რამ გაგაოცებთ. ერთადერთი დისკომფორტი იყო ის, რომ მას ჯერ ერევანში გადაფრება მოუხდა, სადაც აეროპორტში 5 საათი გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო თბილისში ჩაფრენა. შემოდგომაზე აფხაზეთში, სოჩაში აპირებს შვებულების გატარებას".

ვალერი მელაძესთან ერთად მთაწმინდაზე ქართული ესტრადის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ვალერი მელაძე საქართველოს ღია მხარდაჭერას არ ერიდება, მან 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ დაბადების დღის აღნიშვნაზე უარი თქვა, "ინსტაგრამზე" ჩოხაში გადაღებული ფოტო გამოქვეყნა და დაწერა: "ჩემს დაბადების დღეზე ყველას გისურვებთ სიყვარულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მე არ ვაპირებ მოვაწყო დღესასწაული ამ დღეს, მით უმეტეს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე. დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. ერთ დღეში შეწყდა ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, ერთ დღეში ვერ დაანგრევ. პოლიტიკურ ამბიციებს საღ აზრზე, სიყვარულსა და პატივისცემაზე მაღლა აყენებენ. ყველაფერი გაივლის, ესეც გაივლის… მაგრამ ცხოვრებაც მიდის".

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა მსახიობი ჯონი ლი მილერის ბინაში "გამოიჭირეს"

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს