ავტორი:

რატომ შეარჩიეს გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზე - რას საუბრობენ კულუარებში

რატომ შეარჩიეს გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზე - რას საუბრობენ კულუარებში

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველი გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს. იმას, რომ მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე მამუკა ბახტაძე მიდის, უკვე თავად "ქართულ ოცნებაშიც" ადასტურებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კულუარულ საუბრებში არ უარყოფენ არც იმ ფაქტს, რომ პრემიერის თანამდებობაზე ბახტაძის შემცვლელად სწორედ გიორგი გახარია შეარჩიეს - ძალოვანი მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების დიდი ნაწილი 75-ე დღეა ითხოვს.

რატომ მაინცდამაინც გიორგი გახარია, რომლის მიმართაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის ყველაზე დიდი ნეგატიური განწყობა არსებობს? - საზოგადოებაში გაჩენილ ლოგიკურ კითხვას მმართველ გუნდში ჩუმად, თუმცა მაინც პასუხობენ.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გახარია სავარაუდოდ, იმიტომ კი არ შეარჩია, რომ მისი გაპრემიერება სურს, არამედ სურს მისი კანდიდატურა და შესაბამისად, მთავრობის განახლებული შემადგენლობა, პარლამენტმა ჩააგდოს.

როგორც პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, „ქართული ოცნების“ მიზანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომლის დანიშვნაც ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის პრეროგატივაა, იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს.

უმრავლესობაშიც არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდის ნაწილი პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წინააღმდეგ წავა და იმ არგუმენტით, რომ შს მინისტრისადმი საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ვერ გადააბიჯებენ, გახარიას გაპრემიერებას კენჭისყრაზე დაბლოკავენ.

სცენარით - "ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს ორი არჩევანის წინაშე აყენებს: კენჭისყრაზე მთავრობის მეთაურად იმ ძალოვანი მინისტრის გადანაცვლებას და დაწინაურებას დაუჭიროს მხარს, რომლის საქმიანობასაც 3 თვეა „სირცხვილს“ უწოდებს ან აქამდე არსებული ტენდენცია გააგრძელოს და მთავრობის ახალი შემადგენლობა ჩააგდოს, რაც „ოცნებას“ ოცნებას აუხდენს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე გარანტირებულად მიიყვანს.

რატომ აწყობს „ქართულ ოცნებას“ ამ მოცემულობაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? - ამ შეკითხვაზე პასუხი ყველასთვის ისედაც ცნობილი და მარტივია: მმართველი გუნდი შეძლებს კიდევ ერთი არჩევნები ჩაატაროს მოქმედი ანუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით (პროპორციულთან ერთად), რის გაუქმებაზეც მუშაობა მართალია, დაწყებულია, თუმცა კანონმდებლობის დონეზე გაუქმებული ჯერჯერობით არაა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები