ავტორი:

გადაიხადეთ მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ - "თიბისი ბანკის" მომხმარებლები Apple Pay-ით ისარგებლებენ

გადაიხადეთ მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ - "თიბისი ბანკის" მომხმარებლები Apple Pay-ით ისარგებლებენ

"თიბისი ბანკის" მომხმარებლებისთვის მობილური გადახდის პროცესი უფრო მარტივი და უსაფრთხო ხდება - მათ უკვე შეუძლიათ ინოვაციური სერვისით - Apple Pay-ით ისარგებლონ.

Apple Pay უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ყველა მომხმარებლისთვის, რომელიც "თიბისი ბანკის" ბარათით სარგებლობს. გადახდა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით, ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay.

Apple Pay-ის ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას "თიბისის" მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც აქამდე "თიბისი ბანკის" საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.

Apple Pay-ის პრეზენტაცია "თიბისიმ" სტუმრებისთვის 3 სექტემბერს, სასტუმრო "სტამბაში“ გამართა. პრეზენტაციაზე, ბანკის ციფრული გადახდების ასოცირებულმა პარტნიორმა ზვიად წოწკოლაურმა ადგილზე გამოიყენა Apple Pay-ის აპლიკაცია და ყველა დაარწმუნა, რომ ეს ინოვაციური სერვისი, მობილური გადახდების პროცესს გაცილებით მოხერხებულს ხდის.

"გადახდა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. Apple Pay-ის გამოყენება ხდება Apple Wallet-ის აპლიკაციიდან, რომელიც ყველა "აიფონშია" ჩაწერილი. აპლიკაციაში ბარათის მონაცემების დამატების შემდეგ, ბარათი ემატება Apple-ის საფულეში. გადახდის დროს კი ბარათის გამოყენება არ დასჭირდება მომხმარებელს, თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან პინკოდის შეყვანით მოხდება" - გვითხრა წოწკოლაურმა.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, Apple Pay-ის საქართველოს ბაზარზე დანერგვის შემდეგ, აღნიშნულ აპლიკაციაში, უკვე 17 000 ბარათი დარეგისტრირდა.

"თიბისი ბანკი" აგრძელებს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას. ჩვენი სერვისების Apple Pay-სთან ინტეგრაციაც ამის დასტურია. მოხარული ვართ, რომ დღეიდან, "თიბისის" მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას Apple Wallet-ის გამოყენებით უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებენ" - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

როგორც ვიზას მენეჯერმა კავკასიის რეგიონში ქრისტინა დოროსმა განაცხადა, საქართველომ ციფრული გადახდების სისტემასთან ადაპტაცია სწრაფად მოახდინა.

„მივესალმებით Apple Pay-ს კავკასიის რეგიონში შემოსვლას. მას შემდეგ, რაც 2009 წელს რეგიონში პირველად დაინერგა ვიზა PayWave, საქართველომ ციფრული გადახდების სისტემასთან ადაპტაცია სწრაფად მოახდინა და მოხმარებლის ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. მოხარული ვართ, რომ Apple Pay-ს შემოსვლა კიდევ უფრო დააჩქარებს გადახდების ახალი და ინოვაციური გზების განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა ქრისტინა დოროსმა.

უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის. Apple Pay –თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

"თიბისი ბანკის" ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია ბმულზე: www.tbcapplepay.ge.

Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apple.com/apple-pay/

R

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი