ავტორი:

რომელი ანგელოზი გიცავთ, თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით

რომელი ანგელოზი გიცავთ, თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით

ოფანიმები ზოდიაქოს წრის ანგელოზებია. ყოველი მათგანი პასუხს აგებს 5 გრადუსიან სექტორზე და განსაკუთრებით მფარველობენ მათთვის განკუთვნილ გრადუსებზე დაბადებულ ადამიანებს. ასევე ეხმარებიან ყველას, ვინც მათ თხოვნით მიმართავს. თქვენს სათხოვარზე მათი რეაგირება რომ შენიშნოთ, უნდა გაერიდოთ აურზაურს და ჩამოიშოროთ არასაჭირო, უსიამოვნო ფიქრები, ყურადღებით დააკვირდეთ ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო ხდება. პასუხი შეიძლება მოვიდეს შინაგანი ხმის, ინტუიციის, სპეციალური იმპულსის ფორმით, რომელიც სადღაც წასვლისა და რაღაც კონკრეტული ქმედების ჩადენისაკენ გიბიძგებთ. თუ წარმატებას მიაღწიეთ შინაგანი ხმის მოსმენით, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კონტაქტი შედგა.

იანვარი

ნემემ-იახი (1 იანვარი-5 იანვარი) ეს ანგელოზი გეხმარებათ მიაღწიოთ უმაღლეს წარმატებას ნებისმიერ საქმეში, რომელიც წამოიწყეთ, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გაძლებთ მოპოვებულ სიმაღლეზე.

იეილ-იახი (6-10 იანვარი) ეს ანგელოზი არა მხოლოდ საქმეში დიდ მიღწევებში დაგეხმარებათ, არამედ შეგანარჩუნებინებთ მოპოვებულ წარმატებას. იგი ეხმარება ადამიანებს ებრძოლონ სიძუნწეს, გაუმაძღრობას და ზოგადად მანკიერ მიდრეკილებებს.

ხარაკ-იახი (11-15 იანვარი) იგი გვეხმარება სულიერი დაცემის თავიდან არიდებაში, გვიცავს ბედის ცვალებადობისაგან, გარემოს დამანგრეველი ეფექტებისაგან და ასევე თვითგანადგურების მცდელობისაგან. ის ნერგავს ჩვენში გამარჯვების სურვილს. თუ გზიდან გადავცდებით, გვაბრუნებს ჭეშმარიტების გზაზე.

მეტსერ-იახი (16-19 იანვარი) იგი უვითარებს მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობას, აძლევს უნარს რთულ სიტუაციებში დაეყრდნოს საკუთარ თავს, ამისათვის ამარაგებს საკმარისი შინაგანი ძალით.

ვატემ-იახი (20–24 იანვარი) იგი მისი მფარველობის ქვეშ დაბადებულებს ჩუქნის შეუდარებლობას და მომხიბვლელობას, მათ ბევრი რამ მარტივად გამოსდით ცხოვრებაში. დაჯილდოვებულნი არიან დახვეწილ გემოვნებით.

იეხაბ-იახი (25–29 იანვარი) იგი მის მფარველობაში მყოფებს ანიჭებს შემოქმედებით უნარებს და არაორდინალურ აზროვნებას, ეხმარება ინფორმაციის ათვისებასა და ინტელექტის განვითარებაში.

თებერვალი

აუნუ-იახი (30 იანვარი–3 თებერვალი) იგი მის მფარველობაში დაბადებულ ადამიანებს დიდ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აძლევს, რომელიც უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება სრულფასოვნად. მფარველობს სწავლულებსა და მკვლევარებს, პირველ რიგში მათ, ვინც არქეოლოგიით, ფიზიკით და ახალი ტექნოლოგიების შესწავლა-განვითარებით არის დაკავებული.

მეკი-იახი (4–8 თებერვალი) იგი მფარველობს ყველაფერს ახალს და რევოლუციურს. ხელს უწყობს ბრძოლას სტერეოტიპული შეხედულებების და მოძველებული ნორმების წინააღმდეგ, გვაძლევს საშუალებას გავიდეთ საკუთარი შესაძლებლობების მიღმა, წყვეტს ჯაჭვებს, რომლითაც წარსულზე ვართ მიბმული.

დამმებ-იახი (9 -13 თებერვალი) იგი მფარველობს მოგზაურებს, აძლევს ენების მარტივად ათვისების უნარებს, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ადვილად უგებს სხვა ადამიანებს, მალე ეგუება ახალ გარემოს და არ აშინებს ცვალებადობა. მას მარტოობით ტკბობისა და მეგობრების მარტივად შეძენის უნარი ერთდროულად აქვს.

მენაკ-იახი (14–18 თებერვალი) ეს ანგელოზი მის მფარველობაში მყოფებს უძლიერებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი მისწრაფებას, უღვივებს ინდივიდუალიზმს და უჩენს სურვილს გახდნენ საკუთარი ბედის შემოქმედნი, გახადონ სამყარო უკეთესი, ებრძოლონ ინერციას და შეზღუდულობას.

აიაუ-იახი (19–23 თებერვალი) ეს ანგელოზი აძლევს დიდ სასიცოცხლო ენერგიას, გენიალურობას, არტისტიზმს, მედიუმის შესაძლებლობებს, განსაკუთრებულ მგრძნობელობას, ემოციურ ძალას, სულიერებას და საქმეების ბოლომდე მიყვანის უნარს.

შებო-იახი (24–29 თებერვალი) იგი მის მფარველობის ქვეშ დაბადებულებს კვებავს ძალით, რათა დიდი იმედგაცრუებების შემდეგ ფეხზე წამოდგნენ და დაძლიონ ყველაზე რთული წინააღმდეგობები, როგორიც არის ნარკოდამოკიდებულება და რთული ავადმყოფობები. წაიკითხეთ სრულად