ავტორი:

რა ქონებას ფლობს ლევან იზორია, რომელიც დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს

რა ქონებას ფლობს ლევან იზორია, რომელიც დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს

დაანონსებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად ინიშნება, ხოლო მოქმედი მინისტრი ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობასა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციას დაიკავებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა ქონებას ფლობს ლევან იზორია და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა.

2018 წლის 28 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იზორიას სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში იზორიას საბანკო ანგარიშზე - 3 250,78 ლარი ჰქონდა.

მისმა შემოსავალმა 2017 წელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე 106 120,63 ლარი; ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობისას - 7 200 ლარი შეადგინა.

მანვე 2017 წლის განმავლობაში ქონების გადასახადის სახით - 1 713,67 ლარი; საშემოსავლო გადასახადის სახით (საცხოვრებელის სახლის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლიდან) 4 590 ლარი გადაიხადა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ნათესავზე (ზეპირი ფორმით დადებული გარიგება) 6 000 დოლარი ჰქონდა გასესხებული. წაიკითხეთ სრულად

თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა, რომლებიც 8 მარშრუტზე გადანაწილდება

ბერნარ არნო - ახალი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესთა სამეულში

დეპუტატები, რომლებიც ქონებას "მალავენ" - რა დარღვევებით ივსება დეკლარაციები