ავტორი:

5 პროდუქტი, რომელიც რაციონიდან სამუდამოდ უნდა ამოიღოთ

5 პროდუქტი, რომელიც რაციონიდან სამუდამოდ უნდა ამოიღოთ

მკაცრი დიეტებით რომ არ დაიტანჯოთ, დიეტოლოგები გვთავაზობენ, ჯანმრთელად ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ. ექსპერტებმა შეადგინეს პროდუქტების სიებიც, რომლებიც დიეტისას უნდა გამოვიყენოთ. ყველამ ვიცით, რომ თეთრი პური, შემწვარი საკვები, ტკბილეული და გაზიანი სასმელი დიეტის დროს აკრძალულია, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე "აკრძალული" პროდუქტის მავნებლობის შესახებ არც კი იცოდეთ.

1. ტკბილი იოგურტი

დიეტური რძის პროდუქტი ტკბილი არ არის. იოგურტი ორგანიზმისთვის ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა უმჯობესია, შაქრისა და ხილის დანამატის გარეშე მივირთვათ. ტკბილი იოგურტი მიირთვით დესერტად და არა - დიეტურ საკვებად.

სპეციალისტები მოგვიწოდებენ, არ მივიღოთ რძის პროდუქტები, რომლებიც შემასქელებელსა და სახამებელს შეიცავენ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ, ნატურალურ იოგურტს თავად დაუმატოთ ახალი ხილი და ვანილის ექსტრაქტი.

2. ბრინჯი

ბრინჯი თითქმის ისევე კალორიულია, როგორც პური. ნუტრიციოლოგების თქმით, თეთრი ბრინჯი არც ისე სასარგებლოა - შეიცავს დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს და ხელს უწყობს წონაში მატებას.

სპეციალისტების თქმით, თქვენი ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მაღალი ხარისხის ბრინჯია მარგებელი.

3. სოუსები

ალბათ შეგინიშნავთ, როგორ განსხვავდება სახლში გაკეთებული პომიდვრის საწებლის გემო მაღაზიაში ნაყიდი კეტჩუპისგან. მაიონეზი, მდოგვი და სხვა სოუსებიც არ არის გამონაკლისი. ყველა მათგანი შაქარს შეიცავს.

ნუტრიციოლოგების განმარტებით, უფრო იაფი ჯდება შაქრის დამატება, რომ პროდუქტი გემრიელი იყოს, ვიდრე - ნატურალური პროდუქტების.

4. ჩირი და ხილის ჩიფსი

ხილის ჩიფსი დიეტების მიმდევრებისთვის სულ უფრო პოპულარული პროდუქტი ხდება, თუმცა მწარმოებლების უმეტესობა მას იმავე ტექნოლოგიით ამზადებს, როგორც კარტოფილის ჩიფსებს - ხილს ზეთში წვავენ. ამასთან, ბოსტნეულისა და ხილის ჩიფსები იმავე რაოდენობის კალორიას შეიცავენ, რასაც - კარტოფილის.

ჩირის ყიდვისას კი ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ აქვს ღია ფერი, არაბუნებრივი მბზინვარება, შეამოწმეთ სირბილე. სწორად დამზადებული ჩირი არ არის ღია ფერის და არც რბილია.

5. ყურძენი

შესაძლოა, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ყურძენი ჯანმრთელი ხილი არ არის. ის იმდენად ტკბილი და გემრიელია, რომ მთელი მტევნის მირთმევა ხშირად გვიწევს და ორგანიზმი დიდი რაოდენობით შაქარს იღებს.

სპეციალისტების თქმით, არ უნდა ვჭამოთ ყურძენი სხვა პროდუქტებთან ერთად - მაგალითად, ცხიმიან საჭმელთან, თევზთან, ახალ კიტრთან, საზამთროსთან, ლუდთან ან რძესთან.

წყარო Brightside