ავტორი:

"ჭრილობა ძალიან ღრმაა, სადარბაზო სისხლით სავსეა" - ახლობლები დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ

"ჭრილობა ძალიან ღრმაა, სადარბაზო სისხლით სავსეა" - ახლობლები დალი ჩიტალაძის ვაჟის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ

იურისტ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცს ზურგიდან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მამაკაცი დაესხა თავს. მისი განცხადებით, დაჭრილს ოპერაცია უტარდება.

„კვირა დღეა და წირვაზე იმყოფებოდა, იქიდან წამოვიდა სახლში. ეს ადამიანი ჩუმად გამოჰყვა და სადარბაზოში როგორც კი შემოვიდა, ჩუმად, უკნიდან, ზურგიდან დაარტყა დანა. ჭრილობა ძალიან ღრმაა, სადარბაზო სისხლით სავსეა. რაც მთავარია, ააღწია სახლამდე, ახლა ოპერაცია უტარდება,“ - განაცხადა იურისტმა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს