ავტორი:

„აიპლიუსი“ - აგვისტოში „აიპლიუსის” გაყიდვების ზრდამ 52% შეადგინა

„აიპლიუსი“ - აგვისტოში „აიპლიუსის” გაყიდვების ზრდამ 52% შეადგინა

აგვისტოში, „აიპლიუსის” გაყიდვების ზრდამ 52% შეადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს’’ Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია „აიპლიუსიდან’’ აცნობეს, ზრდის დადებითი დინამიკა წელს აგვისტოშიც შენარჩუნდა.

მათი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებში პეკინის ფილიალში დაფიქსირდა, რომელმაც 118% შეადგინა. ამასთან, კომპანიის მონაცემებით, ივლისის თვესთან შედარებით ვაკის ფილიალების გაყიდვების ზრდა შენელდა, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ასევე, გაყიდვების მაღალი ზრდა იყო ბათუმის ფილიალებში.

„ვალუტის დევალვაცია, ჩვენთვის გამოწვევა, თუმცა აღსანიშნავია, ბაზარზე ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება. გაზრდილია მომხმარებლების ინტერესი ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილ პროდუქციაზე. ჩვენ როგორც ტექნოლოგიების იმპორტიორი კომპანია. ვითვალისწინებთ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარამეტრებს.

პოზიტიური დინამიკა იმედისმომცემია და გვაძლევს საშუალებას გავაგრძელოთ ახალი სერვისების დამატება. მონაცემების დამუშავების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა მეტილად განპირობებულია უცხოელი მომხმარებლების მატებით ამასთან, მცირედით გაზრდილია ქართველი მომხმარებლების აქტივობა” - აცხადებენ „აიპლიუსში“.

კომპანიის მონაცემებით, მათი ფინანსური მდგომარეობა წელს მაისში 30%-ით, ივნისი 36%-ით, ხოლო ივლისი 48%-ით გაიზარდა.

„ხვალ დაგეგმილ ღონისძიებაზე, Apple ახალი iPhone-ის წარდგენს. „აიპლიუსში” ახალი iPhone-ის გამოსვლის შემდეგ, ბაზარზე მომხმარებელთა აქტივობას კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან.

„აიპლიუსი” 2019 წლის მაისიდან ყოველთვიურად აქვეყნებს კომპანიის ფინანსურ მონაცემებს. გამოქვეყნებული მონაცმების მიხედვით, Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია, წელს მაისში 30%-ით, ივნისი 36%-ით, ხოლო ივლისი 48%-ით გაიზარდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი