ავტორი:

"დარბაზის დატოვებამდე შვილიშვილს ჩაეხუტა..." - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა

"დარბაზის დატოვებამდე შვილიშვილს ჩაეხუტა..." - რა ხდებოდა პროცესზე, სადაც სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მოხუცი გათავისუფლდა

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა და 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა.

რაც შეეხება უმცროს ომარ გამყრელიძეს, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს დაკავებულების უფლებადამცველმა და ოჯახის წევრებმა.

დარბაზის დატოვებამდე გამყრელიძე შვილიშვილს ჩაეხუტა და განაცხადა, რომ უსამართლობაა, როდესაც "მას საპატიმროში ტოვებს, თვითონ კი თავისუფალია".

"მე ვარ ალალი და ამდენი ხანი მტანჯავდნენ... როდესაც დამაკავეს, მკვდარივით წამიღეს ბორკილებდადებული. ვეკითხები ყველას, სად არის სამართალი?! წინა დღეს მანქანა გავრეცხე, ამდენი საბრძოლო მასალა რომ მენახა, როგორ ფიქრობთ, რამეს არ ვიღონებდი, იქ დავტოვებდი? ან ამ ხელებით ამ მდგომარეობით როგორ შევძლებდი იარაღის ჭერას?!" - განაცხადა პროცესის დროს 85 წლის ომარ გამყრელიძემ.

ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განაცხადა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძე საფრთხეს არ წარმოადგენს. ამას არ ეთანხმება პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენა სცადოს და საფრთხე შეუქმნას გარშემომყოფებს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს სამმართველოს გამომძიებლები. მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს მკვლელობის დღე და შემთხვევის ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით უპასუხეს კითხვებს. დღეს ასევე, პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა ერთ-ერთი ექსპერტის დისტანციური წესით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვას ედავება. მორიგი სასამართლო 19 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ