ავტორი:

ლიეტუველი დეპუტატი ირმა ინაშვილს - "მოგიწევთ გიგა ბოკერიას შეყვარება..."

ლიეტუველი დეპუტატი ირმა ინაშვილს - "მოგიწევთ გიგა ბოკერიას შეყვარება..."

თქვენ მოგიწევთ გიგა ბოკერიას შეყვარება, - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს საერთაშორისო კონფერენციაზე ლიეტუვის პარლამენტის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა.

„მე რასაც ვუსმენ, ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება. ჩვენ სწორედ ეს ვისწავლეთ ლიეტუვაში. შეიძლება ჩვენგან განსხვავებულები იყოთ, განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, მაგრამ თუ თქვენ გსურთ ამ ადამიანების დარწმუნება სტრატეგიულ, ეროვნულ მიზნებში, მაშინ სასურველია თქვენ დარჩეთ ბოკერიასთან მანამ, ვიდრე არ შეხვალთ ევროკავშირში და ნატო-ში, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ. არ უნდა გააკეთოთ ის, რაც გააკეთეთ",- განაცხადა ლიეტუვას წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ირმა ინაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2 დღის განმავლობაში გიგა ბოკერია და მისი თანაპარტიელები „პატრიოტთა ალიანსის" შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ამიტომ მას აქვს უფლება „ამ სიცრუეზე უპასუხოს“.

ინაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ჰკითხა, არის თუ არა დემოკრატია ადამიანის წამება, რასაც სააკაშვილი - ბოკერიას გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდა.

"დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა" - რას წერს პრემიერი?

"იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, რომ ჰგონია, ხალხს კვლავ მოატყუებს" - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

"ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ" - რის გაკეთებას სთხოვდნენ აგვისტოს ომის წლისთავზე  "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან, რა წერია "დოსიეს" სკანდალური კვლევის მეორე ნაწილში