ავტორი:

ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის ანონიმური ონლაინ-კომუნიკატორი ამუშავდა

ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის ანონიმური ონლაინ-კომუნიკატორი ამუშავდა

ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედ მოხმარება და მათზე დამოკიდებულება დღევანდელი მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

დღეს ნივთიერებებზე დამოკიდებულება განისაზღვრება, როგორც ბიო-ფსიქო-სოციალური დაავადება, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ავადმყოფობა, ერთი მხრივ, განპირობებულია კომპლექსური - ბიო-ფსიქო-სოციალური მიზეზებით, ხოლო მეორე მხრივ, ზემოქმედებს ადამიანის განვითარებისა და ფუნქციობის ყველა ძირითად ასპექტზე: დამოკიდებულების დროს ზიანდება, როგორც ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური კომპონენტი, ასევე ადამიანის ფსიქოლოგიური და პიროვნული მახასიათებლები, რაც აისახება პიროვნების ქცევასა და მის სოციალურ კავშირებზე, ოჯახსა და საზოგადოებაში აქტივობაზე; ადამიანის სხვადასხვა უნარ-ჩვევაზე, მათ შორის იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია ნარკოტიკების მიღების ხელშემწყობ ფაქტორებთან საბრძოლველად.

ქვეყანაში არსებული ნარკოვითარების გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების მიმართ წამალდამოკიდებულების პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფაა. უნივერსალური პრევენცია კი საზოგადოების ინფორმირებაა ნარკოტიკების ავადმოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე, ნარკოვითარებაზე და ზოგადად, ნარკოტიკების თაობაზე.

სწორედ საინფორმაციო კამპანიის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ეგიდით, შეიქმნა პოლონური პროექტის ანალოგი, ონლაინპლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს კითხვა-პასუხის რეჟიმში პროფესიონალსა და დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციას.

კამპანიის მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ხელშემწყობი ფაქტორების ადრეული გამოვლენა და შესაბამისი ჩარევის განხორციელება, ანუ შესაბამისი საკონსულტაციო დახმარების გაწევა ინდივიდუალურ დონეზე.

ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სტიგმა და დისკრიმინაცია მთელ რიგ ბარიერებს ქმნის ამ პრობლემის დაძლევის საქმეში: ართულებს წამალდამოკიდებულების ადრეულ გამოვლენასა და დროულ მკურნალობას, ზღუდავს პაციენტთა მიმართვიანობას სამკურნალოდ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციასა და სოციალურ იზოლაციას, დაუსაქმებლობას - რაც, ფაქტობრივად ქმნის მანკიერ წრეს და უზღუდავს მათ ამ მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას.

ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მიზანი პრევენციულ მიდგომასთან ერთად ამ სტიგმის დამარცხებაცაა - სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა წამალდამოკიდებულებით დაავადებული პირების ეფექტური დახმარების ხელშეწყობისთვის.

საიტზე www.drugprevention.ge არსებული ელფოსტის და ონლაინკომუნიკატორის საშუალებით ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს საშუალება აქვთ კითხვებზე მიიღონ კომპეტენტური პასუხები პროფესიონალებისგან. ონლაინკომუნიკატორით კომუნიკაცია სრულიად ანონიმურია.

კვირაში 3 დღე, ონლაინ რეჟიმში, კითხვებს უპასუხებენ ფსიქოლოგი, ექიმი ნარკოლოგი და იურისტი:

სამშაბათი, 20.00 საათიდან 23.00 საათამდე - კონსულტაცია იურისტთან

ოთხშაბათი, 20.00 საათიდან 23.00 საათამდე - კონსულტაცია ფსიქოლოგთან

ხუთშაბათი, 20.00 საათიდან 23.00 საათამდე - კონსულტაცია ექიმ ნარკოლოგთან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი