ავტორი:

რა ღირს სწავლა თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებში

რა ღირს სწავლა თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებში

შვილისთვის სკოლის შერჩევა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხია.

ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ზოგიერთი მათგანში სწავლა კი ფუფუნებად ითვლება.

"ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია, თბილისში რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სკოლა.

"QSI" საერთაშორისო სკოლა

წლებია „QSI" ყველაზე ძვირად ღირებული სკოლის სტატუსს ინარჩუნებს. QSI-ს ისტორია 1971 წელს იწყება: პირველი ასეთი სკოლა იემენის დედაქალაქ სანაში გაიხსნა. თბილისში კი სკოლა 1995 წელს დაარსდა და სწავლა მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. წლიური გადასახადი კი 25 ათასი დოლარია. საერთაშორისო სკოლაში საქართველოში სხვადასხვა მისიით მყოფი დიპლომატების შვილები სწავლობენ.

წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა

წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა, რომელიც არსებობის 22-წლიან ისტორიას ითვლის. რაც შეეხება წლიურ საფასურს, ის 6900 ლარს შეადგენს.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. სწავლის წლიური გადასახადი 2019-2020 სასწავლო წლისთვის ასე გამოიყურება:

8 კლასში წლიური გადასახადი 13 000 ლარია. 9-12 კლასში კი საქართველოს მოქალაქისთვის 24,000, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 32, 000 ლარი. გარდა ამისა, აკადემიაში მიღებულ მოსწავლეს 600 ლარის ოდენობის საგარანტიო დეპოზიტის გადახდა მოეთხოვება.

მოსწავლეს მატერიალური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაეცემა აკადემიის კუთვნილი ქონების ნაწილი, როგორიცაა წიგნები, შემნახველი კარადის გასაღები და სხვა აქტივები. მეთორმეტე კლასის ბოლოს, მოსწავლეს აღნიშნული დეპოზიტი სრულად დაუბრუნდება.

ევროპული სკოლა

ევროპული სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. 2009 წელს სკოლამ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) ავტორიზაცია მოიპოვა. 2010 წელს კი “ევროპულმა სკოლამ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაცია გაიარა. რაც შეეხება სწავლის საფასურს, ქართული პროგრამის საფასური 4500 ევროა. ხოლო საერთაშორისო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის 8000-10000 ევროს ფარგლებში მერყეობს.

ბრიტანულ-ქართული აკადემია

ბრიტანულ-ქართული აკადემია ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. 2019-2020 სასწავლო წელს სწავლის წლიური ღირებულებაა: 5900 დოლარია (ეკვივალენტი ლარში). წაიკითხეთ სრულად

ნათია თურნავა - მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება

თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატა, რომლებიც 8 მარშრუტზე გადანაწილდება

ბერნარ არნო - ახალი მილიარდერი მსოფლიოს უმდიდრესთა სამეულში